
მეამაყება რომ ხალხს ვერ აჩოქებენ და ვერ აფურთხებენ სულში,როგორც ეს არაერთხელ მოხდა!
აქაური ფორუმელები "ბრბოზე" ჭკვიანები ხართ და ცივი გონებით საზღვრავთ "მიშა რომ წავიდეს,უარესია"
მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი როგორც იქნა მიხვდა არ არის ფანობის,შმაგობის და ვინმეს გაღმერთების დრო.
მაინც საქმე ტრაKKKშია და ერთი გამაგებინეთ, ეს ხელისუფლება რომ მშვიდობიანი გზით დაემხოს და გადაშენდნენ , უარესი რაღა უნდა მოხდეს,რაც ახლა ხდება??
თუ მუხლები უნდა ჩავუკოცნოთ,რახან ადრინდებულად ,მეტროსთან არ ყრია მიცვალებულთა გვამები და შეშად დაჩეხილ კარადებს და მაგიდებს აღარ იყენებს ხალხი გასათბობად!
სააკაშვილი როცა პარტიას ქმნიდა, კოკო გამსახურდიათვის უთქვამს "ბადრი დაგვაფინანსებსო" დღეს კი რომ არა ხალხის ძალა,ციხეში ამოალპობდა .
არანაირი თანხა არ გადაუხდია ოქროს გირაოს სახით და გამოუშვეს,ამბოხის თავიდან აცილების მიზნით
მაგრამ ხალხი ირაზმება 2 ნოემბრის აქციისთვის და ახლა რა ფეხებს მოიფიქრებენ ეს აქცია რომ ჩაიშალოს.
გასაოცრად,მთავრობას ბრმად ერთგულობს ხალხის იმ მცირე ნაწილი რომელიც მართლა პატიოსანია და ღირსეული.
მაგრამ რახან ვინმეს გაფეტეშების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია,უკვე თავიანთ მეობას დაუდევრად თელავენ და ფაქტიურად პარადოქსია მათი მსჯელობა,თუ როგორ ამართლებენ ხელისუფლების ყველა ბინძურ ნაბიჯს და ქმედებას!
ვიმედოვნებ, ნოემბრის აქციაზე,ბევრნი ვიქნებით ,ნახევარი საქართველო მაინც!
მე და კიდევ რამოდენიმე ქართველი,ელემენტარული მოქალაქეობრივი მოვალეობის გამო,სპეციალურად ჩამოვდივართ მაგ დღისთვის! (

ვარდების ქნევა რომ იყო,რა დამავიწყებს იმ დღეს კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა ,თვითმფრინავის დაშვების დროს ერთი ქართველი ემოციებისგან)
ხოდა თუ ყველა მაინც ერთი Yლეებია.
ყველა გვატყუებს და ქვეყნის კეთილდღეობა უკან მიდის.
დაე გაფარფაშდნენ და საერთოდ წარსულს ჩაბარდეს და ამოიძირკვოს საშინელი სიტყვა "პრეზიდენტი"
ზუსტად რომ დიდი სურვილი მაქვს ,პატარკაციშვილი პოლიტიკაში მოვიდეს და ნოემბრის აქციაც ფაქტიურად მისი მხრადაჭერის მიზნით იქნება ხალხმრავალი.
კიკალეიშვილს თურმე სკანდალური ფაქტები აქვს ბადრის წინააღმდეგ და გადაცემას ამზადებს.. ყველანაირად ცდილობენ "სახელმწიფო შეთქმულების" ორგანიზატორი გააქრონ.
მაგრამ ჯერ თავიანთი ამაზრზენი წარსული და ქმედები გამოიძიონ.

ბევრი ვწერე და არც საპოლემიკო თუ პოლიტიკური თემაა.
მაგრამ ბოკერიებმა უნდა დაახვიოს თან დროულად!
გაირჭონ თავიანთი"სიჭკვიანე პატიოსნება და ინტელექტი"
შმაგებმა ბოლომდე დაიცავით მისი აღმატებულება და გარდაცვალების შემდეგ ,გადიდებულ სურათებზე სანთლების დანთებაც არ იქნება ურიგო!

გადამწყვეტი მომენტია და მჯერავს 100% ,გრანდიოზულ,მომავალ აქციაზე ,დაბალი,მაღალი.მელოტი,ჭკვიანი,სულელი ,უშნო,მშვენიერი , ერთ მთლიანობად გადაიქცევა -რასაც თავისუფლების მოყვარე და ბარბაროსებისგან დაუმორჩილებელი ერი ქვია!