ვიცი რომ სხვადასხვა პარტიებიდან შემოდიან ამ ფორუმზე
იქნებ თითოეულ პარტიას გაეხსნა თემა საკუთარ პარტიაზე ოღონდ იმ სტილში არა როგორც აქამდე კეთდებოდა.
თემა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმატიული და არანაერი დისკუსია იქ არ უნდა მიდიოდეს (მოდერების დახმარებით ხომ შეიძლება ამის მოგვარება)
თემას სახელად უნდა ერქვეს დაახლოებით ასე
რესპუბლიკური პარტიის პრეზენტაცია
თემაში უნდა იყო პარტიის სახეთა და ძირითადი წევრების სია მცირე ბიოგრაფიებით.
პარტიის მცირე ისტორია
პარტიის მიერ ჩატარებული აქციები (მარტო მიტინგები არა, ყველანაერი აქცია)
პარტიის პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე (დისკუსიის გარეშე!, მოკლედ და ლაკონურად)
პარტიის პროგრამა ან პროგრამები (შესაბამისი არჩევნების მიმართევბაში)
თემა უნდა ივსებოდეს თავად პარტიის წევრის მიერ ან მისი წარმომადგენლის მიერ და ნელ ნელა შეიძლება ემატებოდეს პოსტები მიმდინარე მოვლენების შესაბამისად (ახალი აქციები, რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება და ა.შ.)
მოკლედ პარტიის მცირე პრესრელიზი ფორუმზე