#61480814 · 16 Aug 2024, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინ წინ ჩემს ცოდვებს ვითვლიდი. ძაააალიან ბევრი დავთვალე, - რაც მოვასწარი. მაშინ ვთქვი - თუ ღმერთი არსებობს, ღმერთი ხომ იმ ცოდვებსაც დათვლის, რაც მე ვერ გავიხსენე ან ვერ დავთვალე და კიდევ აღმომიჩენს მრავალს, რაც ცოდვად არ ჩავთვალე, რაც მის თვალში კი ცოდვაა. ჰოდა, აღმოვჩნდები უშრეტ ცეცხლში. ამიტომ მივიღე ბრძნული გადაწყვიტილება, რომ განვთავისუფლდე ღვთის რწმენისგან, გავხდე ათეისტი და ამდენად ცოდვებსაც არავინ დამითვლის ღვთის წინაშე რომ წარვსდგები, რადგან ის ხომ უკვე აღარ არსებობს! ყველაფერს მოფიქრება უნდა... მომბაძეთ, გახდით ათეისტი, ან მართლმადიდებელი (რაც იგივეა) და აღარ შეგაწუხებენ თქვენი ცოდვები და ჯოჯოხეთიც აგცდებათ! "თუ ღმერთი არ არსებობს, - ყველაფერი ნებადართულია!" იყავით მშვიდად. იყავით მგლები!
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|