ამის შესახებ ადრეც ვთქვი,მაგრამ ვფიქრობ ცალკე თემა უკეთესი იქნება. დღეს როდესაც კომუნისტური იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების სულების მოხსენიება ხდება,იხსნება მათ საპატივცემლოდ მემორიალური ძეგლები და ადამიანების ცნობიერებაში მკვიდრდება მათდამი კეთილგანწყობა, ეს სწორედ ის პირველი აღდგომაა რაზეც წინასწარმეტყველებდა იოანე .
მათი სულები იმ ქვეყნიურ სასუფეველში-სიცოცხლის სხვა განზომილებაში არიან და ხარობენ ადამიანების მათდამი კეთილი დამოკიდებულებით.ზუსტად ემთხვევა ის ფაქტიც რომ ეს ყველაფერი ხდება შვიდთავიანი წითელი ღვთისმგმობელი ურჩხული -მხეცის, საბჭოთა კავშირის და ,,ვარ-შავი"-ს ხელშეკრულების ქვეყნების თანამეგობრობის დაშლის შემდეგ.
ვიცი რომ ბევრს სწამს რომ საფლავებიდან უნდა აღდგნენ პირველ აღდგომაზე მიცვალებულები და ამის შეხებ ფილმებსაც კი იღებენ,მაგრამ არ დაიჯეროთ,ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია.
იოანეს გამოცხადება
თავი მეოცე
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.
2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.
3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.
4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.
5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.

ქართველი სამხედრო მფრინავები, 1921 წელი
* * *

ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებელი იყო ქვეყანაში მრავალპარტიული მმართველობის არსებობა. იქნებოდა ეს _ თბილისის, ქუთაისის, ფოთის თუ სხვა დიდი ქალაქების თვითმმართველობის სხვადასხვა ფორმა _ მუნიციპალიტეტი, სარებულო, დუმა და სხვა. “ერთსულოვანი, ერთფეროვანი საკრებულო კამათისა და პარტიათა ბრძოლის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი ქაღალდის ფურცელი, რომელზეც, ვაი, რომ არავის აქვს საწერი.” ერთფეროვანი, ერთპარტიული, ცალსახა დუმა(საკრებულო) “არაფერს წარმოადგენს, სრულიად არაფერს ქიმერისა და უნაყოფობის გარდა. მასში არაა ცოცხალი მუშაობა და სასარგებლო, ნაყოფიერი შრომა ჯან_ღონით, ცოდნითა და იდეებით, ენერგიითა და მტკიცე რწმენით სავსე ადამიანებისათვის”, მხოლოდ დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მმართველობის სათავეში მოსულ საკრებულოსა თუ მსგავს ხელმძღვანელ ორგანოს, უწყებას შეუძლია აზრთა ჭიდილში შობილი ჭკვიანური, ქვეყნისა და ხალხისათვის მისაღები, სასარგებლო საქმეები აკეთოს, მიიღოს ასევე საჭირო და სასარგებლო დადგენილებები და კანონები და გაატაროს ისინი ცხოვრებაში.
* * *


“კათოლიკოსი კალისტრატე, რომელიც “ნიუ იორკ ტაიმსის” ჟურნალისტ სოლზბერის ესაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი ჰქონდა, დააპატიმრეს. წამების შემდეგ, 1952 წლის თებერვალში, კათოლიკოსი კალისტრატე ციხეში გარდაიცვალა”, – აღნიშნულია ზემოხსენებულ ავტორიტეტულ გამოცემაში (გვ. 45).
ამდენად, ძნელი არ არის იმის განჭვრეტა, რომ სტალინის უფრო ხანგრძლივი დღეგრძელობის შემთხვევაში ახალი, არანაკლებ სისხლიანი რეპრესიების ტალღა ელოდა საქართველოს…

1923 და 1925 წლებში ჩეკისტებმა მოკლეს ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი (იხ.: საქართველოს შსს საარქივო სამმართველო, ფ. 6, საქ. 2370) და შესანიშნავი პოეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი მიხა ხელაშვილი. ლევან რაზიკაშვილის შეწყალების თხოვნით მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ კოტე მაყაშვილმა წერილობითი თხოვნით მიმართა “ჩეკა”-ს და პირადად ს. ორჯონიკიძეს. ამ უკანასკნელმა ასე მიუგო მწერალთა ჯგუფს: – ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თავად ვაჟა რომ ცოცხალი იყოს, მასაც ზედ დავაყოლებდი-ო.

1926 წლის შემოდგომაზე “თეთრი გიორგი”-ს პირველი კონსპირაციული ჯგუფი შეიქმნა თბილისში. ჯგუფს ხელმძღვანელობდა 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე ევგენ (გენო) ღვალაძე. ჯგუფმა იარსება 1937 წლის აგვისტომდე, როდესაც მისი წევრები იქნენ დაპატიმრებულნი. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, ისე წევრები დახვრიტეს 1937 წელს, ე.წ. შინსახკომი-ს ე.წ. “დიდი სამეული”-ს გადაწყვეტილებით. “თეთრი გიორგი”-ს მეორე კონსპირაციული ჯგუფი შეიქმნა 1928 წელს, პირველი რესპუბლიკის ეროვნული არმიის პოლკოვნიკის ალექსანდრე ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის მთელი შემადგენლობა დააპატიმრეს 1930 წელს და იმავე წელს დახვრიტეს. ორგანიზაციის მესამე ჯგუფი შეიქმნა 1942 წელს. მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ ლევან აბდუშელიშვილი და ცნობილი მწერალი ლევან გოთუა. 1944 წელს ჯგუფის წევრები გაასამართლეს. სამს (აბდუშელიშვილი, სვანიძე, სუტა) მიესაჯა დახვრეტა, დანარჩენები გადაასახლეს სხვადასხვა ვადით. ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ლევან (მუსტაფა) შელია იმავე ხანებში მოკლეს.
This post has been edited by temart on 23 Feb 2012, 16:46