რუსეთს მყარად აქვს და ჰქონდა მუდამ გადაწყვეტილი ჩვენი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსპობა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ. ა) დანაწევრებით თუ ბ)საქართველოსთვის მხოლოდ ფორმალური "დამოუკიდებლობის" დატოვებით. ეს ორი ძირითადი ვარიანტი მუდმივად განიხილებოდა. და ამ ორივე გეგმისთვის ხელსაყრელი იყო და ჯერჯერობითაც ასეა 2 სეპ. რეგიონი.
ა - ვარიანტისთვის ეს რეგიონები თუ რა ფუნქციას ასრულებენ არ სჭირდება ახსნა. ბ-ს შემთხვევაში კი სეპ. რეგიონები ვაჭრობისთვის შეუძლია გამოიყენოს და ხალხზე, ხელისუფლები საწინააღმდეგო კარტად გაათამაშოს -"ეს ხელისუფლება თუ წავა სეპ. რეგიონებზე შევთანხმდებით" (არ მაქვს მხედველობაში კონკრეტულად დღევანდელი ხელისუფლება- ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც არ უნდა მოვიდეს და თუ ექნება დასავლური ორიენტაცია და ქვეყნის გაერთიანების სურვილი ამ წნეხების ქვეშ აუცილებლად იქნება)
ამ ომით რუსეთმა დააფიქსირა (ან იძულებული გახდა დაეფიქსირებინა) საქართველოს ძალისმიერი დაშლის გეგმა - "ა", და უკვე არა მგონია (იმედი მაქვს) ბ-ვარიანტის გახორციელება შეძლოს ასეთი ღია აგრესიის შემდეგ.
საინტერესოა რომელი გეგმა უდფრო საშიშია ქართული სახელმწიფოებრივობისთვის? მე ვფიქრობ "ბ"
ჩემი გეგმა
(მომხდარის ოპტიმისტური სისტემატიზაციის მცდელობა)
რა ვარიანტი აქვს საქართველოს რუსეთთან ომის მოგების?
ერთი-ერთზე არანაირი! და ეს არის მხოლოდ რაოდენობის გამო (ხმლის დრო რომ ყოფილიყო...)
მაგრამ მაინც თუ ასეთი რამ მოხდებოდა და მოხდა კიდეც. ომის მოგება შეგვეძლო მხოლოდ ერთ შემთხვევაში - სწრაფი სპეცოპერაცია და შემდეგ უკვე მყისიერად ჩვენს საზღვრებზე საერთაშორისო ძალების , დამკვირვებლების და ა.შ. ჩადგომა.
მარა ეს საერთაშორისო ძალები აქ არ იყვნენ. თუ ომს დავიწყებდით ამ საერთაშორისო "კავალერიის" ლოდინი მოგვიწევდა. ლოდინი აუცილებლად მოგვიწევდა რადგანც იმაზე ჩქარა ვიდრე ეხლა მოხდა მათი აქ ჩამოსვლა არ მოხდებოდა, რადგან დასავლეთი ყველაფერს "ლაზათიანად" აკეთებს და რუსეთს "შეთქმულებაში" დადანაშაულების კოზირს არ მისცემდა-თან მერე მაინც საჭიროა რუსეთი ( მოსაწველად ოღონდ - ეხლანდელი ფინ.კრიზისის შემდეგ ის მხოლოდ მოიწველება

)
მას შემდეგ რაც საქართველოს სამხედრო ძალები გაძლიერდა თავისთავად ცხადია რომ განვითარების ეს გეგმა რუსეთმაც დაინახა. ამიტომ სასწრაფოდ მოხდა სამხედრო ძალების კონცენტრაცია ჩვენს საზღვრებთან.
მე დარწმუნებული ვარ რომ ოლიმპიადის მსვლელობის დროს რუსეთი რაც არ უნდა მომხდარიყო დაგვარტყავდა.
ეს ის დროა როცა მსოფლი და მათი ლიდერებიც "დაკავებულები" არიან (ისინიც ჩვეულებრივი ხალხია და ტუალეტშიც დადიან

)- ანუ საერთაშორისო "კავალერია " აგვიანებს.
რუსეთს ყავს (და ეხლა სწორედ ამის გამოსწორება დაიწყეს როცა ბრიგადის სისტემაზე გადადიან) ტლანქი არმია. და მას დრო სჭირდება გასაშლელად. ეს დრო მათ ოლიმპიადამ მისცა.
თუმცა არის მეორე მხარეც წაგებული ბრძოლის შემდეგ.
ამ ომით რუსეთის სამშვიდობო როლი დასრულდა. საერთაშორისოები (თან დიდი რაოდენობით ) აქ არიან. დასავლეთი მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და თუ რამე მოხდა, და თუ საჭირო დროში ჩავეტიეთ იმედია "საერთაშორისო კავალერია" დროზე მოგვისწრებს საზღვართან.
ოპტიმისტი
This post has been edited by GROCK on 18 Oct 2008, 20:19