#6968062 · 14 Oct 2007, 05:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაშ ასე, საერთო წესებს დაემატა სამი წესი, რადგან ასე მოითხოვა სიტუაციამ.
1. დღეიდან, სანამ გახსნით თემას რეფერალების მოპოვების მიზნით, სადაც იქნება რაიმე "იშოვე ფული ამით და იმით" "ფულის შოვნა აქ და იქ" აუციელებელია პირადად მოიპოვოთ რაიმე მტკიცებულება და დაასაბუთოთ, რომ ეს გზა არ არის დროის ფუჭი ხარჯვა და რომ კომპანია(ები) გადამგდებები არ არიან. ამისთვის ჩაატარეთ ძებნა ინტერნეტში და ნახეთ სხვა ფორუმებზე რას წერენ, წარმოადგინეთ სკრინშოტები, ციტატები და ა.შ.
საკმარისი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე თემა დაიხურება. ავტორს - ვორნი!
2. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ არავის რჩევებს როგორ უნდა ვიმოდერო არ ვიღებ! ასევე დღეიდან ვორნით გაფრთხილდება შემდეგი ტიპის პოსტების ავტორები: "გირჩევ ეს თემა გახსნა/დახურო," "სად წავიდა ჩემი თემა?" "მოდერ არ წამიშალო," "მოდერ არ დამვორნო," "თავი შეიკავე იმისგან და ამისგან."
ეს არავის საქმე არაა, არ ყოფილა და არც არასდროს იქნება.
როდესაც უკმაყოფილო ხართ მოდერის ქმედებით ეს ჯერ უნდა მისწეროთ პირადად PM ში და თუ ვერაფერი გაარკვიეთ მაშინ "ფორუმის შესახებში" შეგიძლიათ იჩივლოთ
3. თუ თემა დაგიხურეს ან წაგიშალეს ესეიგი იყო ამის მიზეზი და თუ იგივე თემა ისევ გაიხსნა ავტორი მიიღებს ვორნს იმდენჯერ რამდენჯერაც დაიმსახურებს.
This post has been edited by Internet_Contraband on 14 Oct 2007, 05:15
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|