AB[R]AMსაქართველოს ბანკის გადახდის სისტემა რომ ჩასვა, მაგისთვის საწიროა პირველ რიგში იქონიო 500 ლარი რომელსაც შენს ანგარიშზე გაყინავენ 3 თვის განმავლობაში "დეპოზიტის სახით". შემდეგ მოგცემენ სპეციალურ სკრიპტს რომელიც უნდა ჩააშენო საიტზე, სადაც გადახდის ღილაკი იქნება და ჩაგირთავენ 1 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმს, და მოგიწევს ხშირად დატესტვა ღილაკის და ვირტუალური ანგარიშის, თუ რამდენად სწორად გააქვს საიტის, პროდუქციის, პროდუქციის კოდის და ფასის ინფრომაცია სერვერზე და შემდეგ გადაგრთავენ უკვე ლაივ რეჟიმში , მე დაახლოებით 2 თვე მომიწია მაგ საქმეზე სიარული და დალოდება სანამ რეგისტრაცია გააკეთეს და კაროჩე მთელი პროცედურები. და 2 თვის მერე ჩამირთეს ლაივ გადახდა.. ეხლა უკვე წარმატებით მუშაობს..
პროსტა ეგ არის რომ თუ ძაან არ შეაწუხე შეიძლება თვეები ისე გავიდეს არც კი დაგიკავშირდნენ..
თუ გჭირდება მაგ საკითხზე კონკრეტული პირები ვისაც აბარია საქართველოს ბანკში ეგ საქმე პმ ში მომწერე
* * *
ნუ იმ 500 ლარს 3 თვის მერე უკან დაგიბრუნებენ.. მხოლოდ საჭიროა მაგისთვის პროგრამისტი ვინც ჩაგისვავს მაგ სკრიპტს საიტზე. თუ შენ იცი მთლად უკეთესი. თუ არადა 500-700 ლარამდე ჯდება მაგის ჩასმა ნუ გააჩნია საიტზე გადახდის ფუნქცია მხოლოდ პირდაპირ ბარათზე უნდა გავიდეს თუ მაისიქუელშიც გინდა რო დააფიქსიროს შეძენის დროს ჩანაწერები და ასე შემდეგ. 3 თვე ვეძებდი პროგრამისტს ვინც მაგ სისტემას ჩამისვავდა საიტზე.
ყიდვას რომ დააწვებიან რამდენიმე ვარიანტი და საფეხურია გასავლელი თუ პირდაპირ ამ გვერდზე გადავა. ფასიც იმის შესაბამისად ჯდება.
და არ დაგავიწყდეს, რადგან გადახდის სისტემის ჩასმა გინდა საიტზე. აუცილებლად იყიდო სსლ სერთიფიკატი
This post has been edited by Dark_Angel on 4 Jun 2016, 00:17
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
დაუკვირდი შენს აზრებს, რადგან ისინი სიტყვებად იქცევა.
დაუკვირდი შენს სიტყვებს, რადგან ისინი ქმედებებად იქცევა.
დაუკვირდი შენს ქმედებებს, რადგან ისინი ჩვევებად იქცევა.
დაუკვირდი შენს ჩვევებს, რადგან ისინი ხასიათად იქცევა.
დაუკვირდი შენს ხასიათს, რადგან იგი შენს ცხოვრებას განსაზღვრავს.