სიცოცხლის ხეიცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები,
იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემვსები უბრალო შუქი,
და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი –
მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო შუქი ავსებდა ყველაფერს.
და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო,
არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი შუქი
და მას ერქვა “უსასრულო შუქი“.
და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი, რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები,
გამოევლინა თავისი სრულყოფილება,
რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი,
აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილში
და შეიკუმშა შუქი და განერიდა,
დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე.
და თანაბარი იყო შუქის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო,
ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო,
რამდენადაც ასეთი იყო შუქის შეკვეცა,
და აი, ამ შეკვეცის შემდეგ,
როდესაც უსასრულო შუქით შევსებული სივრცის ცენტრში
დარჩა მრგვალი სიცარიელე,
მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი,
სადაც შესძლებდნენ არსებობას ქმნილებები და გაჩენილები.
და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი,
ზევიდან ქვევით,
დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნით
და ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთა
აბსოლუტურად ყველა სამყარო.
ამ ოთხი სამყაროს შექმნამდე
იყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში,
რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ შესწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას,
არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი,
იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი.
===================================================================
კაბალის საერთაშორისო აკადემია
http://www.kabbalah.info This post has been edited by caliber on 18 Oct 2007, 02:12
Gandhi once said, "First they ignore you. Then they laugh at you. Then they fight you. Then you win."