წინა მოდერობასთან შედარებით ვიქნები ნაკლებად მკაცრი, თუმცა არც ნამეტანი სლაბაკობა ივარგებს.
კონკრეტული გეგმები არა მაქვს წიპა, ავაყვავებთ და გაზონებს დავრგავთ მელომანიაში და ვაბშე ვთვლი, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამა ფარსია, ამომრჩევლის დაბოლება და მეტი არაფერი.
ამდენი პოსტი მაქვს და ყველა კარგად მიცნობთ.
ამიტომ ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
ერთადერთი რაც შეიძლება დავნერგო, რომ ყველა უცხოური ჯგუფის დასახელება იყოს აუცილებლად ლათინურად და უნდა ჰქონდეს სტილისტური განმარტება, რაც სხვა ნორმალურ ფორუმებზე ჩვეულებრივი ამბავია. წიპა "ბრიტ-პოპის მამები" და "ბლექ-მეტალის გარე ბიძაშვილი" და მსგავსები აბსოლუტური უაზრობაა.
ჰო, კიდევ არავინ აღარ დაივორნება უცენზურო სიტყვების გამო, თუ ის კონტექსტში ჩაჯდება და არ იქნება რომელიმე შემსრულებლის თუ იუზერის წინააღმდეგ ნათქვამი (ამ შემთხვევაში სიმბოლოებით წერა არ იქნება სავალდებულო).
შემოქმედებაზე საუბარი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი ფორმით, რაც აზრის გამოსახატად უკეთესი იქნება.
სახელობითი ტოპიკები ძველებურად არ აიპინება.
ამავე დროს, მივესალმები სადისკუსიო თემებსაც, რათა კიდევ უფრო კარგად დავამუღამოთ მუსიკის მოსმენა.
ეგაა რა.

წარმატებას ვუსურვებ ყველა კონკურენტ კანდიდატს.

ხელს ვაწერ:
ჰუმანოიდი