სპეციალურად ევროპული VW და Audi კლუბებისათვის ვიორტერზეში კომპანია Volkswagen-მა დაამზადა ყველაზე ექსტრემალური ვარიანტი გოლფისა GTI, რომელიც აღჭურვილია W12 ძრავით და სპეციფიური დიზანით.
ამ მოდელის დამზადებისათვის სპეცილაისტებმა აიღეს ცვეულებრივი გოლფის ძარა და აღჭერვეს იგი ექსტრემალური ბოდიკით და ძლიერი ჰაერშემწოვი სისტემით, სპოილერებით და ე.წ. "იუბკებით". ასვე მოახდინეს საბურავების არკების გაგანიერება.
Audi TT Clubsport Quattro-ს გამოშვების შემდეგ კონცერნმა Volkswagen გადაწყვიტა თავისი მომხმარებლების გახარება და დაამზადა ბევრად ექსკლუზიური და ფორსირებული Golf GTI W12 ვიდრე Audi TT Clubsport Quattro.
GTI W12 -ის გულს წარმოადგენს 650 ცხ.ძალიანი ბიტურბო W12 ძრავა მაქსიმალური მაბრუნებელი მომენტით 750 ნ/მ. აღნიშნული ძრავა განთავსდა ავტომობილის შუაში და შესაბამისად მას შეუძლია მხოლოდ ორი პილოტის დატევა.
იგი აღჭურვეს 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც თავის მხრივ მთელს ძალას დიფერენციალის ბლოკირების საშუალებისთ უკანა ღერძიდან ანაწილებს სრული სვლის სისტემის ტრანსმისიაზე. ყველა ზემოთქმული ტექნიკური სრულყოფა GTI W12-ს აძლევს საშუალებას 100 კმ/სთ განავითაროს 3.7 წამში და მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს 325 კმ/სთ.
იმისათვის რომ ავტომობილმა შეინარჩუნოს სტაბილურობა იგი აღჭურვეს ხისტი სპორტული დაკიდბის სისტემით და სტაბილიზაციის პაკეტით, რის შედეგადაც კლირენსი შემცირდა 70 მმ-მდე. საბურავების არკების გაგანიერებამ სპეციალისტებს საშუალება მისცა ავტომობილი აღეჭურვათ 19 დუიმიანი GTI დისკებით.
რაც შეეხება სალონს იგი შემოსეს ალკანტრათი, დამატებითი კომპიუტერული საშუალებებით, რაც ძრავზე კონტროლის განხორციელებას უწყობს ხელს და სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.
ერთადერთი ნაკლი რაც ამ ავტომობილს აქვს არის ის რომ იგი სერიულად არ იწარმოება და დარჩება შოუქარად.


This post has been edited by axlguns on 25 Oct 2007, 18:52
მე ძალიან მიყვარს იტალია — ღვთაებრივი ლაჟვარდის ქვეყანა... (c)გრიშა
,,ღმერთმაარიცისრატომ ჩემპიონები"- გერმანიის ფანი იტალიაზე.......
აზარმა მაქსიმუმ მძღნერში ფეხი ჩაკრას და ეგ კვალი დატოვოს (c)FinaLLe
Forza