საქართველოში არ ვიცი, მაგრამ საერთოთ სკოლიოზის საკორექციოთ გამოიყენება ე.წ. იმპლანტირებადი მეტალოკონსტრუქციები.
კოსტრუქციის ძირითადი ელემენტია ვინტი, რომელიც იხრახნება ხერხემლის მალაში.
ეს ვინტები ერთმანეთს უკავშირდება შტანგის მეშვეობით.
ხერხემალს შტანგები იძულებით მისცემს სასურველ ფორმას
შტანგები საერთოდ წყვილია, ანუ ორი. ჩანს რენტგენოგრამაზე.
კიდევ აქაც ნახავ
http://www.spineuniverse.com/displayarticl...rticle1450.html აქ ერთი შტანგა ჩანს, ჩვეულებრივ კი კეთდება 2 პარალელური.
კონსტრუქცია ძვირია, მაგალითად მოსკოვში ერთი ვინტი ღირს სადღაც 250 ევრო. ევროპაში და ამერიკაში 100-150 ევრო მაგრამ იქ სამაგიეროდ ოპერაციაა ძვირი
მეტალოკონსტრუქცია ჩვეულებრივ დამზადებულია ტიტანის შენადნობებისაგან და ორგანიზმში რჩება სამუდამოდ
მიმაგრებული სურათი