ამერიკულმა ტიუნინგ-კომპანიებმა Chip Foose, Unique Performance Parts და Year One ერთობლივი მონდომებით შექმნეს ნამდვილი ერთი შედევრი. ტრადიციული 37 წლის „Muscle Car-ი“ პროფესიონალურად აღდგენილი და დამუშავებული; იგი განკუთვნილია საჩუქრად ყოველწლიური ამერიკული „ჰოთ-რაიდების“ ფესტივალის Goodguys PPG Nationals გამარჯვებულისთვის, წინა ფესტივალი ჩატარდა 15 ივლისს ქალაქ კოლუმბუსში, ოჰაიოს შტატში.
„კაპოტის“ ქვეშ 1970 წლის Dodge Challenger-ს დაუყენეს უზარმაზარი Hemi 426 big block; ცილინდრის და პორშნის ზომებია 107,95 х 95,25 მმ(4,25 х 3,75 დიუმი) და მოცულობა 6974 „კუბიკი“. შეკუმშვის ხარისხი 10,25; 4-კამერიანი წყვილი კარბურატორით ძრავა იძლეოდა 430 ცხ. ძალაზე მეტს 5 ათასი ბრუნის დროს და მასიური მანქანის აჩქარება ადგილიდან 96,5 კმ/სთ-მდე(60 მილი/სთ) შეეძლო 5,5 წამში. Challenger Hemi ¼ მილს (402 მეტრი) გადის 14 წამში!
დღესდღეობით ძრავის სიძლიერეს ამერიკაში ზომავენ SAE „ნეტტო“ სტანდარტებით (სუფთა სიძლიერე), მაშინ როდესაც 3-4 ათეული წლის წინ მას აფასებდნენ (რეკლამების სასარგებლოდ) SAE „ბრუტტო“ სტანდარტებით - ჰაერის ფილტრის, გამოსაბოლქვი სისტემის, „ვინტილატორისა“ და გამაგრილებელი სისტემის დანაკარგების გათვალისწინების გარეშე. ერთ დროს შიშის მგვრელი Hemi 426 დღეს სტენდზე მხოლოდ 340-350 ცხენის ძლას აჩვენებს. Foose შესრულებული სამუშაოს შემდეგ(სპეციალურ თავიანი ცილინდრები Indy-სგან და დარეგულირებული კოლექტორებით Hooker-ისგან) მანქანა 550 „ნეტტო“ ცხენის ძალას ანვითარებს.
ავტომობილს აქვს 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი Keisler TKO. უკანა საკიდი არ შეუცვლიათ, მასზე Unique Performance-მა წაიმუშავა. სპორტული რეზინა BFGoodrich (წინ და უკან ერთი და იგივე ზომა არ არის) 245/40/19ZR და 295/40/20ZR ჩამოცმულია 18-დიუმიან დისკებზე Foose-სგან. მუხრუჭები Wilwood Engineering დიამეტრით 355,6 მმ წინ და 304,8 მმ უკან. აკუმულატორი Optima გადატანილია უკან სიმძიმის პროპორციულად განაწილებისთვის.
კოკპიტი დაცულია ჩამონტაჟებული დამცავი კარკასით, მძღოლი და მგზავრები სხდებიან სპორტულ სკამებზე. კონდიციონერი ისევ ძველი, ოღონდ საგულდაგულოდ აღდგენილი, „მუსიკა“ კი თანამედროვე - Kenwood-ისგან.




წავა არა?
მე ძალიან მიყვარს იტალია — ღვთაებრივი ლაჟვარდის ქვეყანა... (c)გრიშა
,,ღმერთმაარიცისრატომ ჩემპიონები"- გერმანიის ფანი იტალიაზე.......
აზარმა მაქსიმუმ მძღნერში ფეხი ჩაკრას და ეგ კვალი დატოვოს (c)FinaLLe
Forza