მოდერაციას ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი გაფრთხილების გარეშე თემის გახსნისათვის, მაგრამ მრავალი ადამიანი დაადასტურებს, რომ ამ წიგნს ძალიან ბევრი მათგანი ელოდება გარკვეული პერიოდის მანძილზე. ამიტომ მომიტევეთ ასეთი კადნიერება და დროებით ეს თემა დატოვეთ, რათა ყველა შესძლოს წიგნის დაქაჩვა და სურვილისამებრ წაკითხვა.
მაშ ასე, წიგნი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", ავტორი მიხეილ თამარაშვილი, უკვე მზად არის.
ბმული:
http://geocatholics.com/tamarashvili/ეს არის 1902 წელს გამოცემული წიგნი, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ მეორე ქართლის ცხოვრება უწოდა. მასში არსებული ფაქტობრივი მასალა ძალიან ბევრს შოკში ჩააგდებს, ვინაიდან დღეს საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენები საქართველოს ქრისტიანულ წარსულზე უმეტესად მითურ სტილშია წარმოდგენილი, ხოლო ნამდვილი ისტორია მიჩქმალული და დავიწყებული.
ამიტომ, წაიკითხეთ წიგნი, გაეცანით ისტორიულ ფაქტებს და დასკვნები თავად გააკეთეთ.
This post has been edited by ივერჲელი on 20 Jun 2011, 19:03
მიმაგრებული სურათი