საკლუბო დონე
==========================
ფრანცესკ "ცესკ" ფაბრეგას სოლერი დაიბადა 1987 წლის 4 მაისს კატალონიის ტერიტორიაზე მდებარე მცირე ქალაქ Arenys de Mar - ში . ბავშვობიდან ბარსელონას გულშემტკივარი , ამავე გუნდის იუნიორთა სკოლაში ჩაირიცხა და რამოდენიმე სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა კატალონიელთა რიგებში . ბარსელონაში გატარებული კარიერის განმავლობაში , ის ძირითადად ჩამშლელი ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა , მაგრამ ზოგჯერ შემტევი ნახევარმცველის ფუნქციებსაც ითავსებდა . რამოდენიმეჯერ სეზონში 30 გოლზე მეტი გატანილი გოლითაც დაამახსოვრა ბარსელონას იუნიორთა გულშემატკივრებს თავი . მაგრამ ამის მიუხედავად ფაბრეგასს არ ღირსებია პირველ გუნდში , კამპ ნოუზე ბარსელონას გულშემატკივართა თვალწინ თამაში .

გუნდის ხელმძღვანელობამ მას აუხსნა რომ იმ პერიოდში გუნდისთვის საჭირო არ იყო და თუ მას გუნდის დატოვება სურდა , ხელმძღვანელები გაუგდებდნენ და ხელს არ შეუშლიდნენ . ახალგაზრდა ცესკმა გადაწყვიტა გუნდი დაეტოვებინა და არსენალის შემოთავაზებას დათანხმდა . მისი აღიარებით ამ ტრანსფერის მიუხედავად ის დღემდე კულედ რჩება და გუნდის დატოვება იძულებით მოუხდა , რადგან სერიოზულ დონეზე თამაში მალევე სურდა . ფაბრეგასს გაუჭირდა ინგლისის დედაქალაქში ცხოვრების დაწყება , მაგრამ მალევე მიეჩვია ბრიტანულ ცხოვრებას . ამის გაკეტებაში მას ახლად შეძენილი მეგობრების დაეხმარნენ . განსაკუთრებით ფაბრეგასი ფილიპ სენდეროსის მადლობელი დარჩა . 16 წლის ფაბრეგასი არ ფიქრობდა პირველ გუნდში ნაჩქარევად გადასვლაზე . მაგრამ მიუხედავად ამისა მისი დებიუტი მალევე შედგა .
2003 წლის 23 ოქტომბერს , სათასო მატჩში ფაბრეგასმა მეთოფეების ფორმა მოირგო . მაშინ ის 16 წლის და 177 დღის გახლდათ , რამაც ის არსენალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ძირითადი შემადგელობის ფეხბურთელად აქცია . ამავე გათამაშების შემდეგ ეტაპზე მან კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესა და გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა . ეს ისტორიული მატჩი არსენალმა ვულვსთან გამართა და ანგარიშით 5:1 სძლია მეტოქეს . შედეგად არსენალმა მოიგო თასი , მაგრამ ცესკი არ იქნა დაჯილდოებული რადგან ფინალში მონაწილეობა არ მიუღია .
2004 - 2005 წლებში ფაბრეგასს მიეცა შანსი უფრო მნიშვნელოვან მატჩებში მიეღო მონაწილეობა . მისი პირველი ამგვარი მატჩი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შედგა . იმის გამო რომ ვიეირა ტრავმირებული გახლდათ ფაბრეგასმა კიდევ 4 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ამ მატჩებიდან გამომდინარე მან მაღალი შეფასებები დაიმსახურა . ფაბრეგასმა ბლექბერნ როვერსს გაუტანა გოლი , რომელიც არსენალის ისტორიაში პრემიერ ლიგაში მეთოფეების შემადგენლობაში მოასპარეზე , ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლის სახელით შევიდა . რამოდენიმე კვირაში მან უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც შეძლო როსენბორგის კარში 5 - იდან ერთი გოლის გატანა .
მას შემდეგ რაც არსენალი კაპიტანმა პატრიკ ვიეირამ დატოვა , ფაბრეგასმა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ადვილად შეძლო . მან ჯილბერტო სილვასთან ერთად ძლიერი ნახევარდაცვის ხაზი შექმნა . 2004 - 2005 წლის სეზონიდან მოყოლებული , რომელშიც მან 49 ოფიციალური მატჩი გამართა არსენალის მაისურით , მას ზურგზე ნომერი "4" აწერია . ეს ნომერი მას ზემოთ აღნიშნული ვიეირასაგან ერგო . მისი მცირე ასაკისდა მიუხედავად ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მალევე გახდა . ფაბრეგასმა ყველა ის ფუნქცია ითავა რასაც მრავალი წლის განმავლობაში ვიეირა ასრულებდა .
2006 წელს მან და არსენალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლა მოახერხეს , მაგრამ ცესკს წინ იმედის გაცრუება ელოდა . არსენალმა მაშინ როდესაც ანგარიში 1:0 იყო ვერ შეძლო ცესკის პირველი გუნდის - ბარსელონას ბოლომდე გაძლება და მატჩი მეთოფეებისთვის სამწუხაროდ , კატალონელთა გამარჯვებით , ანგარიშით 1:2 დასრულდა . აღნიშნული სეზონი არსენალისთვის მხოლოდ ჩემპიონტა ლიგის ფინალში ისტორიული გასვლით გახდა დასამახსოვრებელი .
2007 წლის ზაფხულში არსენალი გუნდის ლიდერმა ანრიმ დატოვა . მეთოფეებს კვლავ ცესკის ყოფილმა გუნდმა , ბარსელონამ შეუშალა . ამ ტრანსფერის შემდეგ მოსალოდნელი იყო კრიზისი . მაგრამ სეზონის დაწყებისთანავე ფაბრეგასმა დაამტკიცა რომ გუნდის ლიდერობა შეუძლია და ანრი აქცია რიგით მეორე ფეხბურთელად რომელსაც ცესკი უპრობლემოდ ჩაენაცვლა . სეზონის დაწყებიდან დღემდე არსენალი მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს რისი ერთ-ერთი მიზეზი ცესკ ფაბრეგასის კარგი თამაშია .
ეროვნული ნაკრები
==========================

მანამ სანამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგელობაში ფაბრეგასის დებიუტი შედგებოდა , მას უკვე ქონდა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფორმა მორგებული . FIFA U-17 ფინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფაბრეგასი ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა . ტურნირში ესპანეთის სვლა ბრაზილიამ შეაჩერა .
ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა ლუის არაგონესმაპირველად ფაბრეგასი ნაკრებში კოტ დივუართან მატჩში გამოიძახა . მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა , ფაბრეგასმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა .
საკლუბო დონეზე ჩატარებული მატჩების სტატისტიკა
==========================

ჯილდოები
==========================
არსენალი
* Winner
o FA Cup: 2005
o FA Community Shield: 2004
o Emirates Cup: 2007
o Amsterdam Tournament: 2007
* Runner-up
o UEFA Champions League: 2005–06
o League Cup: 2006–07
o FA Community Shield: 2005
ესპანეთი
* Runner-up
o 2003 FIFA U-17 World Championship
პერსონალური
* UEFA Team of the Year: 2006 This post has been edited by Rozer on 29 Oct 2007, 22:50
Truth is, everybody is going to hurt you; you just gotta find the ones worth suffering for." -Bob Marley