#15640586 · 22 Sep 2009, 12:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მულტიმედია დივაისის შეძენა მინდა და ვერ გადამიწყვეტია რომელი ავიღო, რადგანაც კარგად ინფორმირებული არ ვარ.
მოთხოვნები შემდეგია - უნდა ქონდეს ინტერნეტი, GPS, უნდა უკრავდეს ჩვეულებრივი ფორმატის ვიდეოებს სპეციალური კონვერტაციის გარეშე (ანუ უსბ-თი პირდაპირ რომ შევაგდო კომპიუტერიდან და ეგრევე ვუყურო), უნდა ქონდეს პლეიერი, უნდა ქონდეს თამაშები და კარგი დისპლეი.
მეორადი მოთხოვნებია ტელეფონი და ფოტოკამერა. iphoneს ნუ მირჩევთ ოღონდ, ძალიან ძვირია.
რა ინფოც მოვაგროვე აქამდე - ნოკია 5800 არის ამდაგვარი რაღაც. ასევე ipod touch. განიხილება სონი PSP სათამაშო კონსოლიც. სხვები არ ვიცი რამე თუ არსებობს მასეთი. თან ბიუჯეტური მინდა იყოს.
სხვა ბრენდებს არა აქვთ მასეთი რამე? მაგალითად სამსუნგს აქვს ხოლმე საინტერესო ტექნოლოგიები...
დიდი მადლობა.
|