იმედი მაქვს არ დახურავთ, თემას მაგრად ვიწყებ, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, გამოუცდელი და გაუნათლებელი ვარ

მახსოვს როცა ხალხი ნოემბერში "რაღაცისთვის იდგნენ წვიმაში" და ყველას გვეპატიჟებოდნენ. მაგ დროს სკოლაში ვსწავლობდი, ძალიან პოპულარული გახლდათ ბატონი მიხეილი...
ახლა იგივე ხალხი 2 ნოემბერს გარბის აქციაზე...
ამ თემაში მინდა მკაფიოდ ავღნიშნო რომ
2 ნოემბერს აქციაზე არ გავდივარ. მე არ ვიცი ახლა რამდენად მიცნობს ხალხი და ა.შ. მაგრამ ეგ არ არის მთავარი, არ მინდა მომავალში ვიღაცები რაღაც წარსულებს მახსენებდეს

საერთოდ ასეთი მოძრაობა წინასწარვეა განწირული. როცა ხალხი ერთიანდება კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ. რა სისულელეა პირდაპირ ვიტყვი.
მიხეილ სააკაშვილია საქართველოს მტერი? მიუხედავად იმ ოპოზიციაში რამოდენიმე ადამიანის პატივისცემისა, ძალიან სისულელედ მიმაჩნია რამოდენიმე წლის წინანდელი სპექტაკლის განმეორება.
მიშა არსად არ წავა, შევარდნაძეც არ წავიდოდა რომ არ დომოდა კაცო, რამე შეთანხმება თუ დაიდო ისევ მიშას წასვლაზე არ ვიცი, მაშინ წავა თორემ ისე ადგილს არ მოიცვლის, მანამდე არ აგიდგეთ გვერდები

ჰოდა იმაზე მეშლება კიდე ნერვები ეს ხალხი ასეთი ადვილი სამართავი რატომ არის. ერთი გამოვიდა ოქრობიჭი და აიყოლია ამდენი ხალხი, ისე რომ იცოდეთ მიშა რეიტინგით მაინც ჩაიღუნავს მაგათ, აგერ მოვა არჩევნები და დაინახავთ

(აა, ხო გააყალბებენ)
საქართველოს მტერი არის არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ ქართული აზროვნება, ფსევდო პატრიოტიზმი, ფსევდო კულტურა და ა.შ. ჯერჯერობით "მართლა არაფერი გვეშველება", ვცდილობთ ხოო ხომ ხედავთ ტერიტორიების დაბრუნებას, არავინ თქვათ არ უნდაო.. ვის არ უნდა, ოღონდაც ვინმემ მოახერხოს და საქართველოს ერთი დაკარგული მიწა მაინც დაუბრუნოს და ყველაფერზე წავა

ახლა ჩემი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელო ხომ შეიძლება რომ ამ ოპოზიციას რამე გამოუვიდეს, მერე რა ვქნა, თავი ჩავღუნო და ახალ "პატრიოტულ უპრეზიდენტო მთავრობას" "შევეტენო?" არა! მაშინ თუ არ მომეწონება ოპოზიციაში ჩავუდგები და ეგ არის

ანუ რა პრობლემაა რაა... ახლა მიჭირავს ასეთი პოზიცია და არც შევიცვლი:
2 ნოემბრამდე დარჩა 3 დღე, მთელ ქვეყანაში რაღაც ისეთ დამაინტრიგებელ რიცხვად იქცა
2 ნოემბერი რომ უკვე შიშის ზარს მცემს

. ანუ
მე არ მივდივარ აქციაზე, შენ?ვინც არ მიდიხართ შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, მაგალითად არც მე მომწონს ჩვენი მთავრობა, მიშა და ა.შ., მაგრამ მაინც არ გავალ აქციებზე, ამ შემთხვევაში, არ მოქმედება დანაშაულად სულაც არ მიმაჩნია! იქნებ პირიქით აღმოჩნდეს, ამოვიდა რა ყელში ეს ერთიადიგივენაირად მოტყუება ხალხის, უკვე სასაცილოა რა...
1.ბერიკა...