
სტივ მაკქუინი, 60/70-იანი წლების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მსახიობი.
მაკქუინი, დაიბადა 1930 წელს, ბიჩ გოუვი, ინდიანა. გარდაიცვალა 1980 წელს, სიუდად ხუარესი, მექსიკა.
მაკქუინი მსახურობდა ამერიკის არმიაში, საზღვაო ქვეით კორპუსში, იყო პირველი კლასის ჯარისკაცი. მისი სამსახიობო კარიერა 1953 წელს დაიწყო. მისი პირველი მთავარი როლი იყო სტივ ენდრიუსი, ფილმში
The Blob (1958). შემდეგ ამას მოყვა კიდევ რამოდენიმე როლი და უკვე 1960 გამოვიდა 'შესანისნავი შვიდეული' მისი მონაწილეობით. შემდეგ - 'ჯოჯოხეთი გმირთათვის', 'დიდი გაქცევა', 'ჯარისკაცი წვიმაში' და ა.შ. მაკქუინი ერთადერხელ იყო ოსკარზე ნომინირებული, ფილმისთვის
The Sand Pebbles (1966), აქვს ოთხი ნომინაცია ოქროს გლობუსზე, 1963 წელს მოგებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 'წლის მსახიობის' ჯილდო, 'დიდი გაქცევისთვის'. თავის პროფესსიის გარდა ის გატაცებული იყო, ავტო და მოტო რბოლით, არსებობს მისი სახელობის მოტოციკლი, საათი, სათვალე და ა.შ ეს ყველაფერი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოუშვეს სხვადასხვა ფირმება, ან უბრალოდ სახელები გადაარქვეს იმ ნივთებს რასაც ის იყინებდა. მისი ბოლო კინოროლი იყო ფილმში 'მონადირე' 1980 წელს, ამავე წელს იგი ჩიუაუაში, მექსიკაში გარდაიცვალა. მისი ფერფლი წყნარ ოკეანეში მიმოფანტეს.









დაბლოკილი წინადადებები და გაცდენილი როლებიმაკქუინს ბევრ ცნობილ ფილმში მოანწილეობაზე უარი აქვს ნათქვამი, ზოგში რაღაც დეტალის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, უარი აქვს ნათქვამი ფილმებზე - 'საუზმე ტიფანისთან', 'ოუშენის თერთმეტი მეგობარი', 'ფრენჩ ქონექშენი' (ჯინ ჰეკმანის ოსკაროსან როლზე თქვა უარი, იმის გამო რომ ეს ფილმი ძალიან გავდა ფილმს, რომელშიც მაკქუინმა რამოდენიმე წლით ადრე ითამაშა
დეტექტივი ბულიტი (1968) და არ უნდოდა თითქმის იგივე როლის ხელმეორედ შესრულება), 'ბინძური ჰარი' (აქაც თითქმის იგივე მიზეზია, მას 'ბულიტის' შემდეგ არ სურდა პოლიციელის როლი), 'აპოკალიპსი დღეს' (აქ მაკუქინს უნდა ეთამაშა პოლკოვნიკ კურცის როლი, ეს წინადადებაც დაბლოკა), 'ხიდი ძალიან შორსაა' (ჰოლივუდის მთელმა თანავარსკვლავედმა მიიღო მონაწილეობა ამ ფილმში, მაკქუინის გარდა), 'მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი' (სპილბერგს განუცხადა, რომ მას არ შეეძლო ხელოვნურად ტირილი და ამიტომ არ დათანხმდა წინადადებაზე), 'ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა' და ა.შ. 'ბაჩ კესიდი და სანდენს ქიდში' მას უნდა ეთამაშა სანდენს ქიდი, მაგრამ მისი და პოლ ნიუმენის აგენტები, კომერიცულ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. ასევე დაინტერესებული იყო 'რემბოს' პროექტით (პირველი სისხლი), მაგრამ პროდუსერებმა დაბლოკეს მისი კანდიდატურა ასაკის გამო, ისედაც, 'პირველი სისხლის' გამოსვლისას მაკქუინი უკვე ორი წლის გარდაცვლილი იყო.
მისი იდეა იყო, ფილმი
პირადი მცველი (1992), რომელიც დაივიწყეს და მხოლოდ, 16 წლის შემდეგ, გაახსენდა კევინ კოსტნერს, რომელმაც სისრულეში მოიყვანა მაკქუინის იდეა. იგი ერთ-ერთი იყო იმათთაგან, ვისაც ბრუს ლის სარკოფაგე ეჭირა, ლეგენდარული ჩინელის დაკრძალვაზე. 60-იანების ბოლოს მან შეიტყო, რომ იგი იყო ჩალზ მენსონის ერთ-ერთი სამიზნე და მისი ცნობადი სახეების სიის წევრი, ამის შემდეგ იგი ჩუმად იარაღს ატარებდა. კოლინ ფარელი, ბრუს უილისი, კვეინ კოსტნერი, პრის ბროსნანი, ბედ პიტი - აბობენ, რომ მათზე დიდი გავლენა მოახდინა მაკქუინმა და მისმა კინო კარიერამ.
Every time I look in the rear-view mirror, I see Robert Redford.
This post has been edited by Mersisaidman on 22 Oct 2010, 17:55
მიმაგრებული სურათი