#7101376 · 27 Oct 2007, 00:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკაში ვერაფერს გაიგებ ისეთი ამბავია.
ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის უფლებამოსილების გაგრძელებაზე ისე რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს დაემთხვეს. ეს ცვლილება უკვე განხორციელდა კონსტიტუციაში? შედეგად რას მივიღებთ? საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ დღეს შეირჩევა?
რას ფიქრობთ იურისტებო? არის ეს წმინდა ქვეყნის სიმშვიდეზე მზრუნველი ხელისუფალის განაცხადი თუ მასში რაიმე დაფარული სამართლებრივი მექანიზმი დევს?
და ამ ბოლო დროს მეჩვენება, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა საერთოდ გაუფასურდა ამ ქვეყანაში - საკონსტიტუციო ცვლილებები ისეთი სისწრაფით ხორციელდება, რომ საზოგადოება გააზრებასაც ვერ ასწრებს.
ასეთ დროს სად არიან ჩვენი ქვეყნის წამყვანი იურისტები რომ შეყუჟულან უნივერსიტეტებში და ჭკუას გვარიგებენ და სამართალს გვასწავლიან? სად არიან ის მეცნიერები, ლექტორები, პროფესორები, პროფესორის ასისტენტები, მაგისტრები, დოქტორები - ენას რომ იყვლეფენ ლექციებზე სამოქალაქო კოდექსის უვარგისობაზე,კონსტიტუციის დახვეწის აუცილებლობაზე, კანონის უზენაესობის არარსებობაზე,დამიანის უფლებათა დარღვევებზე საუბრით?
სირცხვილია ერს იურისტების ამხელა ამალა ჰყავდეს და ქვეყანაში ისევ კანონის სიტყვიერად სწორად გადმოცემის პრობლემა იდგეს...
ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი ცხოვრების გამოცდილება და ტრადიციები გვაკლია, მაგრამ რას ვაკეთებთ ამ ტრადიციების თუ გამოცდილების შესაძენად?
საყოველთაოდ აღიარებულია რომ ხელოვანი ვერ იქნება კარგი და ღირებული თუ ის მასაზე გათვლილ პროექტებზე იმუშავებს და ხელოვნების არსს დაივიწყებს, მწერლობას და პოეზიას აზრი არ აქვს თუ ის რეალობას არ ასახავს, პრობლემებს არ წამოაყენებს და მისი გადაჭრის გზებს არ შემოგვთავაზებს.
ჰოდა რა ჯანდაბა გვჭირს ჩვენ, იურისტებს, რომ როდესაც ქვეყანას სამართლებრივად, საკანონმდებლო და კონსტიტუციური სტაბილიზაციის თვალსაზრისით ასე ძალიან უჭირს, რატომ არავინ ავდგებით და დავწერთ, ვიმუშავებთ, ვიმსჯელებთ, ვიდავებთ, დავიხვეწებით, სხვებსაც დავხვეწავთ, პრობლემების გადაჭრაზე ვიმუშავებთ?
ნუთუ მხოლოდ იმიტომ ვართ იურისტები რომ ფული გავაკეთოთ? მაშინ ჩვენ სამართალი კი არა ფული გვყვარებია, იურისტები კი არა ფულისტები ვყოფილვართ... ანუ ბევრით არაფრით განვსხვავდებით იმ ხალხისგან, რომელიც ზემოთ ზის და ფულებს ხვეტავს - ჩვენ განსხვავებით მათ ფულის ხვეტის ძალაუფლება აქვთ - ჰოდა ადრე თუ გვიან ჩვენც რომ მათ ადგილზე აღმოვჩნდეთ, მშვიდობით იურისტობავ და გამარჯობა აფხაზეთო... ტფუი... გამარჯობა კორუფციავ შენი!!!
This post has been edited by ლლევ on 27 Oct 2007, 00:06
|