იპოქონდრია (ან იპოქონდრიაზისი, ხშირად უწოდებენ ჯანმრთელობის ფობიას) — სომატოფორმული დარღვევა, რომლის დროს მავანს დაუსაბუთებელი რწმენა აქვს იმაში, რომ სერიოზული დაავადება სჭირს. იპოქონდრიას ხშირად ახასიათებს ავადმყოფობის/გარდაცვალების ირაციონალური შიში, მცირე ფიზიკურ სიმპტომებსა და პათოლოგიებზე გადაჭარბებული რეაქცია, ექიმების დიაგნოზის მიმართ უნდობლობა, მუდმივი თვითგამოკვლევა და თვითდიაგნოზი და საკუთარ სხეულზე ზედმეტი ზრუნვა. იპოქონდიაკებს ხშირად სჭირდებათ მრავალჯერადი დარწმუნება, ხშირად რამდენიმე ექიმისგან, ოჯახის წევრებისგან და მოგობრებისგან.
...
ვინაიდან მსგავსი თემა ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე ახალი გამეხსნა. გუშინ გავიგე იპოქონდრიის შესახებ, გადაცემა ექიმებში ლაპარაკობდნენ და მეგონა, ჩემზე ლაპარაკობდნენ. სულ ვიცოდი, რომ რაღაც პრობლემა მქონდა და თურმე იპოქონდრიკი ვყოფილვარ

მე უკვე შორსწასული ფორმა მაქვს, ამდენი ფიქრისგან და შიშებისგან მართლა გამიჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები და ახლა კი ვმკურნალობ და საუკეთესო ექიმებთან დავდივარ, მაგრამ მაინც მეშინია ხომ არ ცდებიან და რამე სხვაც ხო არ მჭირს

ძაან რთული სიტუაციაა და მაინტერესებს ჩემნაირად ბევრი ხართ? ვისაუბროთ და იქნებ დავძლიოთ ეს საძაგელი ფსიქიკური პრობლემა
Cras, cras, semper cras, sic evadit aetas...
♋