კორუფცია(ლათ. corruption - წამხდარი, გაფუჭებული, corrumpere - ვაფუჭებ)
...ყველას გაგვიგია ალბათ, და ისიც, რომ განსაკუთრებულებით პოლიტიკანები ჟონგლიორობენ ამ სიტყვით!...მაგრამ ბევრს შეიძლება არ უფიქრია იმაზე, რომ კორრუფცია, როგორც ასეთი, იზრდება ყოფითი სინამდვილიდან და მისი ანატომიის გამომჟღავნება უკვე იწყება ერთის შეხედვით უწყინარ სალაპარაკო ენაში და ჩვეულებით ცქმუტებში და დვიჟენიებში!
...ვიტომ არაფერი და ამ დროს ყოველ დღე მოწმენი ვართ...უამრავი კორუმპირებული გადაკოცნის -
"მპაა, მპუუ, რავა ხარ თუ იცი?!"/[B]
კორუფციული მანიფესტის ძირითადი სინტაქსი: [B]მოდი აქა კაცო დაჯე ერთი "ტკბილი პური" ვჭამოთ!...არ დაგბადებიათ კითხვა, რას შეიძლება ნიშნავდეს -
"ტკბილი პური" ან მისგან წარმოებული -
"ერთი-ორი კაპიკი და ლუკმა-პური"?!
...ამ ცხოვრებაში, კაცმა ქიციც უნდა იცოდე და ქიცმაცურიც!...ჰო და მერე ამ - ქიც-ქიცმაცურისტმა კაცმა უნდა აირჩიოს დემოკრატიულად.. პატიოსანი პრეზიდენტი და პარლამენტი!
...და ამ დროს, პოლიტიკის გაგებაში, უკვე იმთავითვეა ჩადებული
"ქიცი-ქიცმაცურის მასტერკლასი!
...ამომრჩეველი ნაროდი -
ეეჰ, აბა მე რა ვიციი, ვინ რას მეკიტხება ერთი პატარა კაცი ვაარ და..ლექსი სოსანა პტარა-კაცებზე:
კურტან-კაცუნა
*************************************************
როს გრძელი ღამე გაფერმკრთალდება
და მარშრუტკები იწყებენ ჟივჟივს,
კურტან-კაცუნას გამოაღვიძებს
მუცელში გვრემა მშიერი ჭიის,
თავს შეახსენებს მხრების ტკივილით
ხელის შეხება უფორმო ლანდის,
იქვე განრთხმული თრევას რომ უცდის
უზარმაზარი ბაზრობის ჩანთის
-რა დროს წოლაა ბიჭო მამია!
-ზურგზე მომიგდე მარდად ძამია,
წირვა მორჩება ვეღარ მივუსწრებთ
ღია-ცისქვეშა დემოკრატიას
ფუსფუსებენ და ბზუიან უკვე
ღია-ცისქვეშა ეკლესიები,
ყვერიავას და ყილოს ბაზრობებს
ტოლს არ უდებენ დიზერტირები,
ასე ერთფერად მოხატულები
მეკურტნეები, დახლიდარები,
ჩვენი საბაზრო-ცეკვონომიკის
დაუღალავი სახედარები,
კურტან-კაცუნა ჭიანჭველები
იქ აღავლენენ ერთი დღის ლოცვას :
"რას იზამ ძმაო, დღეს ყველას უჭირს",
ჩვენც შევეგუოთ ამდაგვარ ყოფას. . .
...მიდით შეეგუეთ, ტკბილი პური ჭაეთ და მერე ჩაუბუქნეთ ცეკვა - "კურტან-კაცური"!...მერე დაელოდეთ როდის მოვა მიშა ან გრიშა, რათა დაგირიგოთ ზეციურ საქართველოში საცხონებელი ვიზა-მასტერქარდები და კიდე - ტკბილი პური და ერთი-ორი კაპიკი!!!
...ამ დროს, ვიღაც თითით გაკეთებული გამოვა და იტყვის..."აი'მ ჯორჯიენ, დეაფო აი'მ ეუროფიენ-ო"!
ეუროფიენ არა და პრასის ტორტი!

პ.ს.: იუზერნო, ვისაც კორფციასთან ასოცირებული გამოთქმები გაგახსენდებათ, ნუ დაიზარებთ დაპოსტეთ
This post has been edited by Stalker2005 on 29 Jan 2014, 04:01