#7230700 · 6 Nov 2007, 21:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცხადდება ვაკანსია მდივნის თანამდებობაზე.
სქესი - მდედრობითი; ასაკი - 18-დან 30 წლამდე.
გამოცდილება: მდივნად მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება.
ენები: ქართული ენის კარგი ცოდნა (ვერბალური და წერითი); რუსული ენის კარგი ცოდნა (ვერბალური და წერითი); ინგლისური უპირატესია, მაგრამ არა სავალდებულო.
პროფესიული უნარები: • Microsoft Windows • Microsoft Office პროგრამები • სწრაფი ბეჭდვა
განათლება: საშუალო; (უმაღლესი განათლება უპირატესია, მაგრამ არა სავალდებულო).
უნარჩვევები: • ინსტრუქციების ზუსტი შესრულების შესაძლებლობა • მოტივირებული • საუბრისა და კლიენტებთან ურთიერთობის კულტურა • სიახლეების ათვისების უნარი • პასუხისმგებლობის გრძნობა
ვაკანსია მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს: • სატელეფონო ზარების პასუხი/რეგისტრაცია/გადამისამართება • სტუმრებისა და კლიენტების მიღება • სხვადასხვა საოფისე დოკუმენტაციის მენეჯმენტი • ყავის მოდუღება • და სხვა საოფისე საქმიანობა
სამუშაო გრაფიკი: ყოველ დღე კვირის გარდა. 10:00-იდან 18:00-მდე
ანაზღაურება: პირველი ორი თვე (საცდელი ვადა) - 150 ლარი; საცდელი ვადის შემდეგ - 200 ლარი. + ხელფასის მომატების პერსპექტივა. + ჩატარებული ტრეინინგების ღირებულება ხელფასიდან არ იქვითება. + შეღავათები
P.S. კომფორტული გარემო. კვალიფიციური და კარგი პიროვნული თვისებების მქონდე პერსონალი. უსაფრთხოების უმაღლესი დონე. ოფისი მდებარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე (ეროვნული გამოცდების ცენტრთან ახლოს).
სულ ეს არის რაც პირველი ეტაპისთვის უნდა იცოდეთ. დანარჩენ ინფორმაციას მიიღებთ გასაუბრების წამრატებით გავლის შემდეგ. დაინტერესებული პირები დამიკავშირდნენ პმ-ით და სპეციალურ ბლანკთან ერთად მიიღებენ შემდგომ ინსტრუქციას.
ვაკანსიასთან დაკავშირებულ კითხვებს თემაში არ ვუპასუხებ, რადგან ვთვლი, რომ საკმარისი ინფორმაცია არის. ხოლო კონკრეტულ კითხვებზე უშუალო დაინტერესებისას, პმ-ში, ელ.ფოსტით ან შეხვედრისას აუცილებლად ვუპასუხებ.
თემა დახურულია
|