უწმინდესმა ჯერ კიდევ მიტინგებამდე გვაკურთხა წაგვეკითხა შეძლებისდაგვარად შვიდგზის ლოცვები.
დილის 6 საათზედილის 9 საათზედღის 12 საათზედღის 3 საათზესაღამოს 6 საათზესაღამოს 9 საათზეღამის 12 საათზეხშირად ვთქვათ "მამაო ჩვენო"
და ეს ლოცვა
ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათვისაცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
და ესეც გამოგვადგება ისე, ჩვენთვის, ცნობისათვის.
”ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. 3. შე-რათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების.
...ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.
1 კორინთელთა 13, 1-8; 13, 13”
* * *
აღმასრულებელი სჯულისაი, სიყვარული არს.