მომხდარს უკვე ვეღარეფერი შეცვლის, მთავარია რა გავლენას იქონიებს ეს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. ჩემი აზრით ყველაზე უარესი ისაა, რომ მცირდება საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი შეცვლის (რა თქმა უნდა უმრავლესობის სურვილის შემთხვევაში) ალბათობა.
გუშინდელის შემდეგ მგონი უდავოა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა ისედაც საკმოდ შემცირებული რაოდენობა, კიდევ უფრო შემცირდა, მეორეს მხირვ კი გაიზარდა ძალაუფლაბის არდათმობის მოტივაცია, რადგანაც ამჯერად საქმე უკვა არა მხოლოდ პილიტიკურ ბრძოლას და ხელისუფლების დაკარგვას ეხება, არამედ სამართლებლივი პასუხიმგებლობის საკითხს.
რაში მოძებნის ხელისუფლება ~გამოსავალს~?
რის ხარჯზე უნდა მოხდეს გამოწვეული უკმაყოფილების ~კომპენსაცია~??
ნატო და მაპი კაი ხნით, რომ უნდა დავივიწყოთ მგონი აშკარაა.
არც ეკონომიკაშია მოსალოდნელი გარდატეხა (ყოველ შემთხვევაში დადებითი მხრივ) აქ ინვესტირების მსურველებიც გააქციეს მგონი.
სხვა რა??? აფხაზეთის ან ცხინვალის დაბრუნებას თუ შეეცდებიან (თუნდაც ძალისმიერს) და შეძლებენ ვაშა და დიდება, მაგრამ დიდია საფრთხე, რომ ეს ავანტიურად აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა (თუნდაც იმ დოზით ის რაც დღემდე იყო ) მხრადრაჭერა უკვე არ იქნება.
მოკლედ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადვილია, გაცილებით ძნელია მისგან გამოსვლა, თუ ფიქრობენ საერთოდ ამაზე, თუ მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის დამყარების შესახებ და რა შანსები აქვთ ამ შემთხვევაში?
არსებოს საერთოდ მოვლენების პოზიტიურად განვითარების რაიმე ალბათობა??
იქნებ შევეცადოთ ემოციების გარეშე შევხედოთ ამ საკითხს