ოპერატიული მასალა http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...1&info_id=28591შსს-ს მტკიცებით, "ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ინტენსიურად ესაუბრებოდა და ხვდებოდა რუსეთის დაზვერვის რეზიდენტებს ვინმე ვოლინკინსა და სოკოლოვს.
ასევე, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ზემოხსენებულ პირებს ინფორმაციას "რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილიც აწვდიდა.
გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, რუსეთის დაზვერვის თანამშრომელს გოგა ხაინდრავაც ხვდებოდა.
შსს-ს მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი პეტრე სოლომატინი კოლხურ კოშკში ცოტნე გამსახურდიას ესტუმრა, რის შემდეგაც ცოტნე გამსახურდია მოსკოვში გაემგზავრა.
შსს-მ გაავრცელა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების და ცოტნე გამსახურდიასა და შალვა ნათელაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი, სადაც ცოტნე გამსახურდია შალვა ნათელაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას 2 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პრეტენზიებს უცხადებს და მათ ”უნიჭოებს" უწოდებს. იგი ოპოზიციის ლიდერებს საყვედურობდა, რომ მათ ვერ შეძლეს ხალხის მართვა და 150 ათასი კაცის მეშვეობით არაფერი განახორციელეს.
{
"მორცხვად" სდუმან, რომ ძმას ეუბნება რა გინდა ამათთანო }
ოპერატიულ მასალებში რამდენიმე გვარი ფიგურირებს – მათ შორის სოკოლოვი, სოლომატინი და ვოლინკინი. იგორ ვოლინკინი, რომელიც შსს-ს მასალებში რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლად არის წარდგენილი, საქართველოში რუსეთის ელჩის თანაშემწეა.
გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების უმეტესობა 2004-2005 წლებშია გაკეთებული. {ანუ ის ჩანაწერი სწორედ, რომ პანაშვიდისდროინდელია!!!}
ოპერატიული ჩანაწერების გამოქვეყნებას ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი: დღეში რამდენჯერმე მაქვს კონტაქტები სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, თუმცა, რუსეთის საელჩოსთან ალბათ, წელიწადნახევარია არ მქონია კონტაქტი. მივმართავ გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გამოყონ სპეციალური პროკურორი ლიბერიის, ლიბანის და იუგოსლავიის მსგავსად, რათა დააპატიმრონ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით. სააკაშვილმა ათი ათასობით ადამიანი, ქალები და ბავშვები გაწირა სასიკვდილოდ. ახლა გამოდის ადამიანად წოდებული სატანა და ამბობს, რა კარგად არის ყველაფერი.
"რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ლევან ბერძენიშვილი: იმედი მქონდა, რომ რუსეთის აგენტობის ნაცვლად პედოფილიას ან გაუპატიურებას დამწამებდნენ. ვიცოდი, რომ სააკაშვილს არ ეყოფოდა მეტი ფანტაზია და ასეც მოხდა – რუსეთის აგენტობა დამაბრალეს. რუსეთის ფედერაციის დაზვერვის სამსახურებთან ჩემი თანამშრომლობა ძალიან სასაცილოა. ამ ჩანაწერის მიხედვით გამოდის, რომ ისეთი კვალიფიციური აგენტი ვარ, რომ პირდაპირ ტელეფონით ვესაუბრები რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს. უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ჩიხში მოაქცია საკუთარი თავი და ახლა ათას სისულელეს ტლიკინებს.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა: ოპოზიციის რამდენიმე ლიდერისა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართება. მათ მოატყუეს ის ადამიანები, რომლებიც მიტინგზე გამოვიდნენ და ცდილობდნენ, ისინი საქართველოს ხელისუფლების დამხობაში გამოეყენებინათ. ხაინდრავა, ბერძენიშვილი, ნათელაშვილი და გამსახურდია ოცნებობენ, რომ საქართველო ისევ რუსეთის იმპერიაში შეითრიონ. პატარკაციშვილს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე: ოპოზიციის რამდენიმე ლიდერისა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ნათელს ხდის თუ როგორ ცდილობს ოპოზიცის ნაწილი საქართველოს შეთრევას რუსეთის იმპერიაში. დღეს ჩვენ ბრძოლა გვაქვს საქართველოს მთავარ მტერთან. იმაზე მეტი პოლიციელი რომ დაგვჭირდეს, ვიდრე იყო რუსთაველზე, საქართველო სახელმწიფოებრობას მაინც დავიცავთ. დათმობა არ იქნება. მათ ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იდგნენ, უბინძურესი მიზნებისთვის გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე რუსული დროშები არ იფრიალებს. ქვეყანას დავიცავთ და ამისთვის ამ ქვეყნის გამყიდველებს სულს ამოვხდით. ამ სამი წლის მანძილზე, როცა ხელისუფლება და ხალხი ერთად თავისუფალ ქვეყანას აშენებდნენ, ქვეყნის მტრებთან დაკავშირებული ოპოზიციონერები მათ "ფეხს უდებდნენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი: გავრცელებულ კადრებში, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პირდაპირ ესაუბრება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, დასტურდება, რომ მათ მოფიქრებული ჰქონდათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მთელი კასკადი - სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, უცხო სამსახურების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა. ეს ადამიანები პასუხს აგებენ ერის წინაშე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე: ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ღიად უკავშირდებოდნენ საკუთარ პატრონებს, საზოგადოებისაგან იზოლირებული უნდა იყვნენ. ხოლო ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებთან კი, რომლებიც შესაძლოა, ასეთ ადამიანებთან შემთხვევით აღმოჩნდნენ, საპარლამენტო უმრავლესობაში მათთან არა მარტო დიალოგზე, არამედ თანამშრომლობაზეც კი არიან თანახმა. ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსეთთან თანამშრომლობდა ადრეც იყო ცნობილი, თუმცა ხელისუფლება ცდილობდა, რომ მათი დისკრედიტაცია ღიად არ მოეხდინა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია: ოპოზიციის გარკვეული ლიდერები სამშობლოსა და ერის წინაშე პასუხს აგებენ. სამართალდამცველები ამის შესახებ შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. გაერთიანებული ოპოზიციის გარკვეულ ლიდერებს უკვე ჩამოეხადათ ნიღაბი და აშკარა გახდა, თუ რა იყო მათი მიზანი და რისთვის იბრძოდნენ. თუმცა, ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რადგანაც საქართველოს ვერ დააჩოქებენ, რადგან ეს ხელისუფლება არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი. ქართველი ხალხი არ იქნება ამ ძალების მოკავშირე, ოპოზიციის გარკვეული ლიდერები, რომლებიც სწორედ რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდნენ, აუცილებლად აგებენ პასუხს ქვეყნის წინაშე.
მათთვის ვისაც გართულება არა აქვს გამსახურდიას გვარზე ალბათ დღესავით ნათელია, რომ ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა...
თვალები მომჭრა "დემოკრატიის შუქურამ"

და ამ მასალის საფუძველზე
Нателашвили и Гамсахурдия обвиняются в шпионажеhttp://www.apsny.ge/news/1194580749.phpЛидер «Лейбористской партии Грузии» Шалва Нателашвили и сын первого президента Грузии Звиада Гамсахурдия – Цотне, обвиняются в шпионаже и по ним возбуждено уголовное дело.
Об этом общественному телеканалу заявил заместитель генпрокурора Ника Гварамия.
Против Нателашвили и Гамсахурдия дела возбуждены по двум статьям – шпионах и заговор с целью свержения государственной власти.
На данный момент ни Гамсахурдия, ни Нателашвили не задержаны правоохранителями.
По имеющейся информации, Гамсахурдия уже давно, а Нателашвили с сегодняшнего дня, пребывают на территории России.
Георгия Хаиндрава, Константина Гамсахурдия и Левана Бердзенишвили следствие допросит в статусе свидетеля.