#7311404 · 12 Nov 2007, 13:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაფერი რაც მოხდა არის ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელი ორივე პირობითად დაპირისპირებული მხარისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში მე უბრალოდ მაინტერესებს და ვსვა რიტორიკულ კითხვას: რატომ სულ ყოველთვის ასე ხდებოდა საქართველოში და ახლაც ასე მოხდა - საპარლამენტო ოპოზიცია რატომ გავიდა ქუჩაში? აქ ბევრი შეიძლება არგუმენტები მოვიყვანოთ, მაგრამ უმთავრესი არის ის, რომ ხორციელდებოდა უმცირესობაში დარჩენილი ოპოზიციის სრული იგნორი!!! მე არ მახსენდება არც ერთი ოპოზიციის მიერ დასმული საკითხი, რომელიც გაზიარებული იყო უმრავლესობის მიერ. სულ გვესმოდა ერთი და იგივე - ესენი ვინ არიან, ამათ ხომ მხარს არავინ არ უჭერს და ასე შემდეგ.... უმრავლესობაში დარჩენილებს სულ მუდამ თავი ეგონათ ყველაფერში მართლები და არც მიაჩნდათ საჭიროდ ვინმეს აზრი მოესმინათ. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რამაც განაპირობა შემდგომში ოპოზიციის გარადიკალება და საეჭვო რეპუტაციის და წარმოშობის გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ მოძრაობებთან გაერთიანება და ერთიანი ფრონტით შეტევაზე გადასვლა...
იმედია, მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება შემდგომში უმრავლესობაში, გაითვალისწინებს ამ შეცდომებს და თუ კი არ გაიზიარებს ხოლმე ოპოზიციის აზრებს ამა თუ იმ საკითხზე, ირონიულ-დამცინავი ფორმებით მაინც არ მოახდენს მათ დაკნინებას.
აქ ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ რა და როგორ, მაგრამ მთავარი არის სწორედ ეს!!!!!
|