#41849188 · 4 Aug 2014, 20:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოველი წლის 2 აგვისტოს, რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში, ტრადიციულად აღინიშნება ,,საჰაერო სადესანტო ჯარების,, (ВДВ) დღე.
როგორ და რა ფორმით ხდება აღნიშვნა ეს უკვე სხვა საკითხია, თუ ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი youtube-ზე გემახსოვრებათ.
უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, უკვე 22 წელია გვყავს ქართული არმია, გვყავს ჯარისკაცები, ოფიცრები, სავალდებულოდან გადავედით საკონტრაქტოზე, ყალიბდება პროფესიული არმია. მაგრამ ჩვენი სამხედროების მხრიდან რატომ არ ჩამოყალიბდა (და მცდელობაც არ არის) ელემენტარული ტრადიცია ესე ფართომაშტაბიანად, ენერგიულად და სიამაყის გრძნობით აღინიშნოს ქართული ჯარის დღე.
ჯანდაბას ერ რუსებისაა, მაგრამ რამდენი ლამაზი და ღირსეული ტრადიცია აქვთ ჩვენგან ესოდენ სათაყვანებელ ამერიკულ ჯარს.
ბოლო ბოლო მართლა რა ხდება იქნებ გამაგებინოთ საქართველოს სამხედროებო! ან თუ არის რამე , რატომ არ შუქთება?
--------------------
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes:
|