ვიწყებთ FIFA08-ს ახალ ჩემპიონატს!ვითამაშებთ
შოტლანდიის, ირლანდიის და
დანიის კლუბებით.
წესები ძირითადად იგივეა, რაც ადრე:
FIFA07 - ეროვნული პირველობები ,
FIFA08 - ეროვნული პირველობებიან
http://fifa-geo.myweb.ge/rules.phpვიწყებთ განაცხადებით.
(ყურადღება - აუცილებელია!!!) დაწერეთ, რომ ეთანხმებით საიტზე მითითებულ წესებს.ძირითადი თეზისები:
ჩემპიონატების გათამაშებები ჩატარდება ორ ლიგად (თასი ძველებურად ყველასათვის საერთო იქნება).
პირველ ლიგაში 12 გუნდი იქნება. დანარჩენები - მეორეში.
მომავალი ჩემპიონატიდან პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობა 14-მდე იზრდება! ამიტომ პირველი ლიგიდან
პირდაპირ არავინ არ გავარდება, ბოლო ორი კი გადაითამაშებს (ერთი მატჩი პირველლიგელის სტადიონზე) მეორე ლიგის მესამე და მეოთხეადგილოსნებთან. პირველლიგელების ვინაობა წინა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით გაირკვევა.
ამის გარდა
პირველ ლიგაში სათამაშოდ საჭირო იქნება ლიცენზია. ლიცენზიის მოსაპოვებლად მოთამაშემ ორი ქვეყნის ჩემპიონატი უნდა ითამაშოს გაცდენების გარეშე. თუ მოთამაშე უგაცდენო ტურნირების რაღაც რაოდენობას დააგროვებს, მაგრამ შემდეგ რომელიმე ჩემპიონატში გაცდენებს დაიწყებს, მას ლიცენზია ნაწილობრივ ან სრულად ჩამოერთვება.
ლიცენზიების ნახვა შესაძლებელია საიტზე:
http://fifa-geo.myweb.ge/players.php ამა თუ იმ ქვეყნის
თასი ყველასათვის საერთო იქნება და იქ მონაწილეობის მისაღებად ლიცენზია არ იქნება საჭირო.ორივე ლიგებში ტურნირები შვეიცარიული სისტემით გაიმართება (10-10 ტური).
დრაფტი ძირითადად შარშანდელივით ჩატარდება და ის იქნება საერთო ქვეყნის ორივე ლიგებისათვის. შეგახსენებთ დრაფტის ჩატარების ძირითად პრინციპებს.
გუნდები არჩევითაა სიის მიხედვით, რომელიც განაცხადების მიღების შემდეგ შედგება. დრაფტის სია იყოფა ხუთ ძირითად ნახილად:
1. პირველი სამი კაცი. ეს სამი ადამიანი აირჩევა ბრმა კენჭისყრით იმ მოთამაშეების რიცხვიდან, რომლებსაც ექნებათ მაქსიმალური ჩემპიონატების რაოდენობა ნათამაშები. პირველ ორ ქვეყანაში ამ სამეულში მოხვდება მხოლოდ ის ხალხი, ვისაც წინა სეზონში მინიმუმ ორი ქვეყნის ჩემპიონატში მაინც აქვს მონაწილეობა მიღებული.
6 ჩემპიონატის შემდეგ მოხდება "მრიცხველის განოლება", ანუ ისინი, ვინც ერთხელ უკვე მოხვდა სამულში, შეიძლება მეორედაც მოხვდნენ იქ. გამონაკლისი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ ან რამოდენიმე მოთამაშეს პირველი 6 ჩემპიონატის განმავლობაში 4 სრული ჩემპი მაინც დაუგროვდება. მაშინ ისინი პირველ რიგში მოხვდებიან დრაფტის ამ პირველ ნაწილში.
2. მოთამაშეები, რომლებიც ორ ჩემპიონატში მაინც მონაწილეობდნენ და რომლებსაც არ მოუპოვებიათ ევროთასების საგზური. ისინი განლაგდებიან რეიტინგის მიხედვით.
3. მოთამაშეები, რომლებმაც ერთი ევროთასის საგზური მაინც მოიპოვეს. პირველ რიგში რეიტინგის მიხედვით დალაგდებიან ისინი, ვისაც ერთი ევროთასის საგზური აქვთ მოპოვებული, შემდეგ - ვისაც ორი და შემდეგ - ვისაც სამი.
4. ახალი მოთამაშეები. ჯერ დალაგდებიან რეიტინგის მიხედვით ის მოთამაშეები, რომლებსაც მხოლოდ ერთ ჩემპიონატში აქვთ მონაწილეობა მიღებული და შემდეგ სულ ახლები ბრმა კენჭისყრის მიხედვით.
5. დაგვიანებულები. მოთამაშეები, რომლებიც დრაფტის დაწყებამდე ვერ მოასწრებენ ჩემპიონატში ჩაწერას, ოღონდ მოვლენ დრაფტის დამთავრებამდე, დალაგდებიან მათი გამოჩენის დროის მიხედვით.