მეც იგივეს ვწერდი რომელიღაც სხვა თემაში.
ჩემს მიერ ისტორიის დამახინჯებაში არ არის შემჩნეული პირადად.
თუმცა, ბევრი ისეთი რამ უწერია, რომელიც, ასე ვთქვათ, ფოლკლორს განეკუთვნება.
ხალხში გავრცელებულ და ლეგენდებსა თქმულებებს ამა თუ იმ გმირის შესახებ, რომელიც ისტორიული ფაქტებით არ არის დამტკიცებული.
მაგალითად, იგივე სააკაძის მიერ ფულიანი ტომრების ზიდვა და ლომების დახოცვა და ა.შ.
კიდევ ბეცრი რაღაც უწერია თავისი განცდების მიხედვით.
მაგალითად რას განიცდიდნენ წამების დროს თევდორე მღვდელი და ქეთევან დედოფალი; რა გრძნობები ეუფლებოდა იმერეთის მეფეს
სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის დანახვისას და ა.შ.
მე ასეთი სტილით დაწერილ ისტორიას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, ვინაიდან აბსოლუტურად ქართული სულისკვეთებითაა დაწერილი და რაც მთავარია, მართლაც შესანიშნავი მთხრობელია.
მისი "უქარქაშო ხმლები" ძალიან ადვილი წასაკითხია თითქმის ყველა თაობის ადამიანისთვის.
მკითხველი იმდენად შედის ნაწარმოებში, რომ ამა თუ იმ გმირის განცდები, განწყობა, ფსიქიკა, რომელიც სინამდვილეში ავტორისეულია, მისი ჰგონია.
იტოგში, კარგი მწერალიცაა და კარგი ისტორიკოსიც.
ვისაც არ მოსწონს, შეუძლია ცივი წყალი დალიოს.
This post has been edited by veshapo on 31 Dec 2006, 17:44