vatmanმაგაზე ტენდერი ქონდათ გამოცხადებული მერიაში და მაგ გადაცემის გარდა კიდე აპირებენ სხვა პროექტების განხორციელებას.

ორეტაპიანი ტენდერი სატელევიზიო ეთერში განთავსების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე
ქ. თბილისის მერია აცხადებს ორეტაპიან ტენდერს ინტელექტუალური, საბავშო შემეცნებითი-გასართობი და საინფორმაციო-ანალიტიკური ტელე-პროქტების შესყიდვის და სატელევიზიო ეთერში (დაფარვის ზონა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე) განთავსების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
1.შესყიდვის ობიექტი დაყოფილია 4 (ოთხი) ლოტად:
ლოტი N1 - ინტელექტუალური შოუ-თამაში ან გასართობი ინტელექტუალური ვიქტორინა
შინაარსობრივი დატვირთვა:
პროექტი ზოგადად უნდა იყოს ორიენტირებული ინტელექტუალური ხასიათის თამაშებისა და ვიქტორინების პოპულარიზაციაზე;
ძირითადი მიზანი:
პროექტის მეშვეობით საზოგადოებაში უნდა გაიზარდოს ინტერესი შემეცნებით-საგანმანათლებლო თემატიკის მიმართ. პროექტმა საზოგადოებაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) მაქსიმალურად უნდა გააღვივოს ინტერესი სწავლისადმი და განათლებისადმი, გასართობ ფორმატში უნდა მიეწოდოს მაყურებელს ახალი ინფორმაცია, ამაღლდეს ზოგადი განათლების დონე და სწავლისადმი დამოკიდებულებას მიეცეს ახლებური მოტივაცია.
პროექტის ხანგრძლივობა საშუალოდ - 70 წთ; კვირაში ერთხელ;
ლოტი
ლოტი N2 - საბავშვო გასართობ-შემეცნებითი გადაცემა
შინაარსობრივი დატვირთვა:
პროექტი ზოგადად უნდა იყოს ორიენტირებული ინტელექტუალური ხასიათის გადაცემების პოპულარიზაციაზე მოზარდებში.
ძირითადი მიზანი:
პროექტის მეშვეობით სკოლის მოსწავლეების შეხედულებებში უნდა გაიზარდოს ინტერესი შემეცნებით-საგანმანათლებლო თემატიკის მიმართ და დამკვიდრდეს განათლების უპირატესობების აღიარება.
ბავშვებს უნდა გაუჩნდეთ ცოდნის სფეროში ჯანსაღი შეჯიბრების სტიმული.
მოსწავლეებს გასართობ ფორმატში უნდა მიეწოდოს ახალი ინფორმაცია, ამაღლდეს ზოგადი განათლების დონე და სწავლისადმი დამოკიდებულებას მიეცეს ახლებური მოტივაცია.
პროექტის ხანგრძლივობა საშუალოდ - 45 წთ; კვირაში ერთხელ;
ლოტი N3 - საბავშვო - სპორტული გადაცემა
შინაარსობრივი დატვირთვა:
პროექტი ზოგადად უნდა იყოს ორიენტირებული ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდაზე მოზარდებში.
ძირითადი მიზანი:
პროექტის მეშვეობით სკოლის მოსწავლეების შეხედულებებში უნდა დამკვიდრდეს სპორტის, მიზნის მისაღწევად გუნდური ბრძოლისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის უპირატესობების აღიარება. ბავშვებს უნდა განუვითარდეს მიზნის მისაღწევად გუნდური ბრძოლის უნარ-ჩვევები; პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ბავშვებს უნდა მიეცეთ ერთმანეთის მხარდაჭერისა და მეტად დაახლოების საშუალება.
პროექტის ხანგრძლივობა საშუალოდ - 50 წთ; კვირაში ერთხელ;
ლოტი N4 - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა
შინაარსობრივი დატვირთვა
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს თბილისში მიმდინარე სიახლეების, ახალი პროექტებისა და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებების, გეგმების გაცნობას.
ძირითადი მიზანი
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს თბილისში მიმდინარე სიახლეების გაცნობას. მოსახლეობის ინფორმირებას დედაქალაქში მიმდინარე სიახლეების, ყველა ახალი მუნიციპალური პროექტის შესახებ. თბილისის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება ამ გამოშვების სახით მიიღოს პასუხი მისთვის აქტუალურ თემაზე.
პროექტის ხანგრძლივობა - /10წთ/ კვირაში ხუთჯერ;
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...72&info_id=5670