დღეს ჩემს დას მოუვიდა მესიჯი მაგთისგან და შესთავაზეს მაგთისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საკრედიტო ბარათის აღება.
პირობები არის ასეთი:
1.ბალანსის შევსება ბარათიდან
2.საზღვარგარეთ ბანკომატებში უპროცენტო განაღდება
3.50%-იანი ფასდაკლება შემომავალ როუმინგულ ზარებზე და როუმინგის ჩართვა უდეპოზიტოდ.
4.აეროპორტებში VIP მომსახურეობა
ყველა აღარ მახსოვს.დავრეკე 200400-ზე და იქ მითხრეს ეს ყველაფერი.ვერ დავიმახსოვრე ყველაფერი და ჩავიწერე.
ბარათს აიღებს (უფასოდ) ყველა ის აბონენტი ვისაც მიუვიდა ეს სმს,დაუკავშირდებიან საქართველოს ბანკიდან და სურვილის შემთვხევაში მივა ბანკში და ბარათიც მისია.
მამენტ,რჩეულ აბონენტებს აძლევენ ეტყობა,რადგანაც 6 წელია რაც ჩემ დას ეს ნომერი აქვს და თითქმის არასდროს არ ყოფილა გათიშული მინიმუმ ცალმხრივადაც.
საიტზე არაფერი წერია.
ესეც ჩანაწერი
http://www.link.ge/file/192539/200400.amr.html
მიმაგრებული სურათი