სრულებით შემთხვევით აღმოვაჩინე რომ თემის სათაურში ჩამოთვლილი ნაწარმოებების საწყისი ფრაზების თარგმანი ერთმანეთს ჰგავს. ჰგავს კი არადა ემთხვევა

ჰავა ნაგილას ტექსტი ძველ ხასიდურ მელოდიაზე დაყრდნობით პირველი მსოფლიო ომის დროს შეუქმნია აბრაამ ზევი იდელსონს და 1918 წელს პირველად შესრულებულა წმინდა მიწის დაბრუნების იმედი რომ გასჩენიათ ებრაელებს.
გაუდეამუსი შუა საუკუნეების ევროპელი სტუდენტების კურსდამამთავრებელი სიმღერაა. "Gaudeamus igitur Juvenes dum sumus" - გავიხაროთ მანამ სანამ ახალგაზრდები ვართო.
ჰოდა "გიხაროდენ"-ის ამბავი კი ყველას გემახსოვრებათ, წინასარჩევნო კლიპი რომ იყო მოქკავშირის მხარდასაჭერ შემოქმედებითი წვის პროცესში ნაშობი.
ჰოდა, კითხვა გამიჩნდა ვინ ვისგან აკრიფა ამ სიხარულის ჰიმნის შექმნის იდეა და საერთოდ თუ კიდევ სადმე არის მსგავსი იგივე "ვსტუპიტელნი" ფრაზით რომ იწყება საინტერესოა...
This post has been edited by linguistuss on 19 Nov 2007, 12:00