რადგან საზოგადოების ერთი ნაწილის ცნობიერებაში, უკვე მყარად აქვს ფესვი გამჯდარი იმ აზროვნებას, რომ რაც ინსტიტუტიც არ სურთ უნდა დაიხუროს და გაუქმდეს.
წინადადება შემომაქვს გაუქმდეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები, + ადგილობრივ (რეგიონულ, მაგისტრატ) მოსამართლეებს ჩამოერთვათ სისხლის სამართლის საქმეების განხილვის უფლება.
საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობის უფლება და შემდგომი სამართალწარმოების უფლებაც ექსკლუზიურად გადაეცეს მხოლოდ პროკურატურას.
შემდეგი გარემოებების გამო:

(როგორ ნაცნობი ფრაზაა

)
- მაინც პროკურორები აყენებენ განაჩენებს და მოსამართლეს ფაქტიურად სამართლიანობის თამაშის უფლებაღა აქვს, 1-2 წელის ფარგლებში. ეს გამოსწორებადია, თვითონ პროკურატურა თუ ითამაშებს.
- აღარ იქნება საჭირო, მოსამართლეთა საკმაოდ დიდი კონტიგენტის შენახვა და მათთვის ხელფასების გადახდა, სასამართლოს შენობების შენახვა. მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა.
- პროკურატურას და გამოძიებას (შ.ს.ს-ს) გაუადვილდება ადამიანის ციხეში გაშვება, ანუ ოპტიმალურ ვადებში და ნაკლები ძალისხმევით შეძლებს ამას.
- გტაუქმდება აბსოლუტურად არაფრისმაქნისი და უსარგებლო ინსტიტუტი.
- გათავისუფლდება ასობით მოსამართლე და სისხლის სამართლის ადვოკატი და ეს მაღალინტელექტუალი ადამიანები დასაქმდებიან სხვა სფეროში, მომსახურებაში, ეკონომიკაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის მცირე კერზო ბიზნესის როლს საქართველოში და ავყვავდებით.

დანარჩენი დადებითი ფაქტორები თქვენ ჩამოთვალეთ (მე უცბად ესენი მომაგონდა

)
შემდეგ ვიმსჯელოთ სამოქალაქო სამართლის სასამართლოების გაუქმებაზეც.
პ.ს.
ხომ მაგარი თემაა?
ვისზე რითი ნაკლები ვარ.
This post has been edited by karlsoni on 15 Dec 2007, 00:50
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/