Ту́дор Миклова́н (Молдова́н) -ის ფილმები ახსოვთ ალბათ მაყურებლებს ვინც 40 წელსაა გადაცილებული. უკომპრომისო რუმინელი კომისარის ბრძოლა კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ოცდაათიან ორმოციანი წლების რუმინეთში. ეს ფილმები საქართველოშიც გადიოდა 70-იან 80-იან წლებში და აშკარად იგრძნობოდა ამერიკული ფილმების გავლენა(იმ დროს გადიოდა ბინძური ჰარი, ბერთ რეინოლდსის ჯონ უეინის და სხვათა ფილმები მაშინ ეს მაყურებელმა არ იცოდა თუმცა საბჭოთა ფილმებთან აშკარად უპირატესობაში მყოფი ეს რუმინული ფილმები იმ თაობას დაამახსოვრდა). ეს ფილმებია: "პოლიციის კომისარი ბრალს დებს", "უკანასკნელი ვაზნა" "სუფთა ხელებით" "რევანში" "პოლიციის კომისარი და ბიჭუნა" და სხვები. მთავარ როლში სერჯიუ ნიკოლაესკუ ამ ფილმის კოლორიტი და რუმინელი სუპერმენის რეტრო პორტრეტი ამერიკული ვესთერნის გმირების შტრიხებით. მოლდოვანის(მიკლოვანი) უსასრულო ბრძოლებში პოლიტიკურ და ყოფით კრიმინალთან კიდევ ერთი რამ იყო საინტერესო მაყურებლისათვის. ფილმის გმირი აპოლიტიკურია ამიტომ უფრო მისაღები. --
http://kino-ka.ru/4819-2/ This post has been edited by urfinjus8 on 19 Jun 2013, 14:25
მიმაგრებული სურათი