დიმიტრი უზნაძე გენიოსი რომ იყო, ეს ფორუმიც ადასტურებს ამას. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხდება საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ექნება გასასვლელი რკინიგზით დასავლეთში. ეს იყო რუსეთ-სომხეთზე გამარჯვების პროექტი. მაგრამ მიშასადმი განწყობა ხალხს ხელს უშლის დააფასოს ამ ფაქტის მნიშვნელობა.
"განწყობის თეორია" საშიშია ქვეყნისთვის. იმის გამო რომ ხალხს აღარაფრის სჯერა (ამაში, ცხადია, ხელისუფლებაა დამნაშავე), ხვალ შეიძლება მთლად ზუგდიდში შემოგვივიდნენ რუსები (პუტინის პარტიას დამატებითი ქულები ჩაეწერება არჩევნების წინ) და ხალხმა ისევ "თამაშია" და "სპექტაკლია" იძახოს
შევეცადოთ რაღაცნაირად გავნთავისუფლდეთ აკვიატებული აზრებისგან, რომელსაც დღეს ერთნაირად ამკვიდრება როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და თავს ძალა დავატანოთ გავიაზროთ, როდის გვატყუებენ და როდის არა. როდემდე უნდა არსებობდეს ეს სახელმწიფო ირაციონალურ ინსტიქტებზე და ვიღაც პატარა, არასუბლიმირებული თინეიჯერების ლოზუნგებზე (ამ ფორუმში რომ პოსტავენ), დედის გინებასა და წყევლაზე...
მერე იტყვიან, ღმერთის გვწამსო