#53001128 · 29 Jun 2018, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. როგორც მივხვდით ეტონის ზედაპირს უსმევენ ჯერ უბრალოდ მოზელილ ცემენტს და მის მერე წებოცემენტის მეშვეობით აგებენ მეთლახს, ტუ მასეა მაშინ დაუშვებელია! არ შეიზლება მხოლოდ ცემენტის მასის მოზილვა და წასმა ზედაპირზე. ასევე დაუშვებელია, მეტლახის, ან რაიმე მსგავსის დაგებისას გამოყენებული იქნეს მხოლოდ მოზელილი ცემენტი, მითუმეტეს ბეტონსა და წებოცემენტს შორის. მოხდება შემდეგი რამ: 1. ცემენტის მასა რომელიც წასმული იქნება ზედაპირზე და მასზე შემდეგ წებოცემენტი, შრობის შემდეგ დასკდება შიგნიდან, მივიღებთ ბზარებს 2. წებოცემენტის ადგეზია ბეტონთან მიმართებაში პრაქტიკულად არ იქნება, რაკი რაღაც მოზელილი ცემენტის მასა იქნება მათ შორის.
წესით დაგებისას სანამ წებოცემენტის მეშვეობით დააგებენ კაფელ,მეთლახს, ზედაპირი იგრუნტება, ადგეზიის მოსამატებლად, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეკონომიის მიზნით და წინადადებით,რომ გრუნტის გარეშეც მუშაობს, არ იყენებენ გრუნტს.ეს სამწუხაროა, მაგრამ მასეა. აუცილებელია გრუნტის გამოყენება და მის შრობის შემდეგ უკვე მეთლახის დასმა. სველი წერტილისთვის გრუნტები ბევრია, მაგალითისთვის გრუნტ ვლაგასტოპ ბიო, კონცენტრიებული, 1 ლიტრი 100 კვადრატამდე მუშაობს. დომინოში იკითხეთ ეს გრუნტი გიდროფობებთანაა ლიტრიანებით.
ხოლო რაც შეეხება ცემენტის წასმას, ვინც აკეთებს,უთხარით,რომ ცემენტის წასმის გარეშე გააკეთოს ის რასაც აკეთებს.
ცემენტს უბრალოდ მოზელილს უსმევენ ჯერ არ გამშრალ ბოლომდე ბეტონს, მხოლოდ იმიტომ,რომ მოჭიქურობა ქონდეს,სხვა დანიშნულება მას არ აქვს და ესეც მაშინ,როცა დასხმული ბეტონი ცუდია, საუბარია,მაგალითად ავტოფარეხში ბეტონს ,რომ დაასხავენ და მასზე, მეტი არაფერი არ უნდა დაისხას ან არ უნდა დაწებდეს.
|