გამარჯობათ ხალხო.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პროცედურები (პრაქტიკული კურსი)ეს კურსი განკუთვნილია იურისტებისათვის და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, მაგრამ დაინტერესება ბოლო კურსელმა იურისტებმაც გამოთქვეს

აქ ჩამოვყრი იმ თემატიკას რაც განხილული იქნება ამ სემინარზე:
1. რა არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია; რა არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო; სასამართლოს წესები;
2. განაცხადის მომზადება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსათვის. რა უნდა ვიცოდეთ რომ სწორად შევავსოთ ევროსასამართლოს განაცხადის ფორმულარი;
3. განაცხადის დასაშვებობის კრიტერიუმები. რას უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროსასამართლოში წარდგენილი განაცხადი სასამართლომ დასაშვებად ცნოს;
4. ევროკონვენციის პირველი მუხლი – იურისდიქცია;
5. ევროკონვენციის მეორე მუხლი – სიცოცხლის უფლება;
6. ევროკონვენციის მესამე მუხლი – წამების აკრძალვა;
7. ევროკონვენციის მეხუთე მუხლი – უკანონო პატიმრობა;
8. ევროკონვენციის მეექვსე მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება;
9. ევროკონვენციის მერვე მუხლი – პირადი ცხოვრების პატივისცემა;
10. ევროკონვენციის მეათე მუხლი – აღმსარებლობის თავისუფლება;
11. ევროკონვენციის მეთერთმეტე მუხლი – გაერთიანების თავისუფლება;
12. ევროკონვენციის მეცამეტე მუხლი – სამართლიანი მისაგებლის უფლება;
13. ევროკონვენციის მეთოთხმეტე მუხლი – დისკრიმინაციის აკრძალვა;
14. ევროკონვენციის დამატებითი ოქმები (პირველი ოქმი, მე-12 ოქმი);
15. საქმეები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – პრაქტიკული გამოცდილება და გაკვეთილები;
16. კაზუსის დამუშავება, სასამართლო პროცესის მომზადება და პროცესის ჩატარება კურსის მსმენელთა მონაწილეობით (დაიწყება კურსის დაწყებისთანავე და გაგრძელდება მთელი კურსის მანძილზე).
17. ტესტირება.
დაინტერესების შემთხვევაში, PM მომწერეთ და ყველა დამატებით კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
P.შ> კურსი მიჰყავს, ადვოკატ ლია მუხაშავრიას.
This post has been edited by Natuka NGN on 1 Mar 2008, 03:44