#7767425 · 17 Dec 2007, 21:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ზაზა ბურჭულაძე მაგარია, ზუსტად გრძნობს მკითხველსაც და საზოგადოებასაც, გრძნობს, რა უნდა ერთსაც და მეორესაც. მისი წიგნები და მისი სატელევიზიო გამოსვლები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება. ჩემი აზრით, ზაზა ნამდვილი ოცდამეერთე საუკუნის პროდუქტია. კარგად წერს და კარგადაც ფუთავს. და ეს (შეფუთვა) მოდით ვაღიაროთ, სხვაზე გაცილებით უკეთ გამოსდის. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ მგონია, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ქართველი მწერლებიდან, სწორედ ზაზა ბურჭულაძის პროზა იქნება ხვალ ყველაზე უფრო მოთხოვნადი. აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.
--------------------
Сначала Думай Потом Говори
|