გადმოსაწერი ლინკი :
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1949376ა. ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
მუნჯური ფილმი, 6 ნაწილი. 2300 მეტრი. სახკინმრეწვი. საკავშირო ეკრანიზაცია 23. 10. 1928 წ. 1965 წელს ფილმი აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.
ფილმს მიღებული აქვს სახელმწიფო სტალინური პრემია (1941წ.)
დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
სცენარის ავტორი:ნიკოლოზ შენგელაია, ს.ტრეტიაკოვი
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ოპერატორი: ვლადიმერ კერესელიძე
მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე
ხმის ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი, ი. გრიგორიანი
როლებში: ალექსანდრე იმედაშვილი (ასტამური)
კოხტა ყარალაშვილი (ვაჟია–მოხევე)
კირა ანდრონიკაშვილი (ელისო)
ილია მამფორია (სეიდულა)
ცეცილია წუწუნავა (ზაზუბიკა–სეიდულას ცოლი)
ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (გენერალი)
კ. გურიანოვი (კვარტირიერი)
ი. გალკინი (ურიადნიკი)
მარო ჩიმიშკიანი (მუსლიმათი–ქვრივი)
ფილმი ასახავს მეფის რუსეთის მცდელობას-მშობლიური მიწიდან აჰყაროს თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხი, მათს ნაცვლად კი კაზაკები ჩაასახლოს. თურქეთისაკენ განდევნილი ადამიანების ტრაგედიის ფონზე იშლება ჩეჩენი ელისოსა და მოხევე ვაჟიას სიყვარულის თემა. მათი ცდა გადაარჩინონ სოფელი გარეკვას, თავად კი აიშორონ ერთმანეთისგან განშორება, წარუმატებლად თავდება.