
ყოფილი თემები:
პირველი ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეორე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმესამე ნაწილი :
FC BARCELONA FAN CLUBმეოთხე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეხუთე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეექვსე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეშვიდე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმერვე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეცხრე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეათე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთერთმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთორმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეცამეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთოთხმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთხუტმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთექვსმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეჩვიდმეტე ნაწილი :
FC BARCELONA Fan Clubმეთვრამეტე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaმეცხრამეტე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaმეოცე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამეერთე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამეორე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaოცდამესამე ნაწილი :
Futbol Club Barcelonaისტორია :
FC BARCELONA
1899 წლის 29 ნოემბერს ჰანს ჰამპერმა თავის რამდენიმე ენთუზიასტ მეგობართან ერთად სეფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” დაარსება გადაწყვიტა
წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მსოფლიოს ფეხბურთის მომავალ გრანდს ჩაუყრიდა საფუძველს.გავიდა დრო და ”ბარსელონა” რომელმაც წელს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ კლუბად იქცა
მის ისტორიაში მრავლად იყო წარმატებები და დაღმასვლები ,მაგრამ ”ბარსას” ყოველთვის შეეძლო დაეკვეხნა თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების სიყვარულით

-----------------------------------------
პირველი ნაბიჯები და წარმატებები-----------------------------------------
ჰანს ჰამპერი დაიბადა 1877 წლის 22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ვინტერტურში.მოგვიანებით კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში გადაბარგდა და საფეხბურთო კლუბის დაარსება გადაწყვიტა.მოთამაშეების მოსაწვევად მან ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა და ცოტა ხანში კლუბის პირველი კრებაც გაიმართა.
ახალი კლუბის პირველ პრეზიდენტად ინგლისელი უოლტერ უაილდი აირჩიეს,რომელიც ამ დიდ თანამდებობას გუნდის კაპიტნობას წარმატებით უთავსებდა .
საკლუბო ფერები შემდეგი პრინციპით შეირჩა : ლურჯ-წითელი შვეიცარიული ”ექსელსიორის” ფერები გახლავთ,რომელშიც თავის დროზე ჰამბერი თამაშობდა,ყვითელ-წითელი კი - კატალონიისა.გერბად ქალაქ ბარსელონას გერბი აირჩიეს,რითაც კლუბის ქალაქისადმი კუთვნილებას ხაზი გაუსვეს.
თავისი პირველი მატჩი ”ბარსელონამ” 1899 წელს 8 დეკემბერს გამართა ინგლისელ ემიგრანტთა გუნდთან ბონანოვას ველოდრომზე და ანგარიშით 0:1 დამარცხდა
1902 წელს ”ბარსამ” პირველი ტიტული კატალონიის პირველობის წინამორბედი მაკაის თასი მოიგო, 1905 და 1909 წლებში კი უკვე კატალონიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თავდაპირველად ”ბარსელონა” სასტუმრო ”კაზანოვას” მახლობლად მდებარე სტადიონზე თამაშობდა. 1901 წელს La Carretera d'horta -ზე გადაბარგდა, 1905 წლიდან კი El Carrer Muntaner-ზე ასპარეზობდა.1909 წლის 14 მარტს გაიხსნა ”ბარსელონას” პირველი საკუთარი სტადიონი -6 ათას
მაყურებელზე გათვლილი Carrer Industria ორიარუსიანი ტრიბუნითა და იმ დროისათვის უნიკალური განათებით.
1910 წელს გადაწყვიტეს,რომ კლუბის საკუთარი გერბი სჭირდებოდა და კონკურსი გამოაცხადეს. გაიმარჯვა უცნობ დიზაინერთა გუნდის ნამუშევარმა რომელიც დღემდე ”ბარსელონას” ემბლემად რჩება.
იმავე წელს ”ბარსამ” იპრველად მოიგო ესპანეთის თასი,კლუბის თანამშრომელთა რიცხვმა კი რეკორდულ რაოდენობას 560 ადამიანს მიაღწია.
-----------------------------------------
ესპანეთზე ბატონობა და დაობლება-----------------------------------------
1919-1929 წლები ”ბარსელონას” ისტორიაში ოქროს ხანა გახლდათ.მაშინ კლუბის ღირსებას იცავდნენ ისეთი გამოჩენილი მოთამაშეები,როგორებიც იყვნენ ლეგენდარული მეკარი რიკარდო ზამორა (მოგვიანებით იგი ”რეალში” გადავიდა და ამას დაახლოებით იგივე აჟიოტაჟი როჰყვა როგორიც
სულ რამოდენიმე წლის წინ მოხდენილ ტრანსფერს ლუის ფიგუს რეალში გადასვლას) ალკანტარა ,სამიტიერი და სესემუნაგი.1922 წლის 20 მაისს კლუბის ახალი სტადიონის
Les Corts-ის გახსნის მატჩში ”ბარსელონამ” შოტლანდიური ”სენტ-მიერენი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.სტადიონი თავდაპირველად 30 ათას მაყურებელს იტევდა,მაგრამ გამუდმებული რეკონსტრუქციების შემდეგ მისი ტევადობა
მალე გაორმაგდა.კატალონიის პირველობის კიდევ რამდენჯერმე მოგების შემდეგ,1929 წელს ”ბარსელონამ” თანამედროვე ფორმატებთან მიმსგავსებული პირველ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა იმავე წელს გაიმართა მსოფლიოში პირველი ტრანსფერი ურუგვაული მონტევიდეოს ”ნასიონალიდან” კატალონიურ
კლუბში მოფლიოს მომავალი ჩემპიონი ექტორ სკარონე გადავიდა.თუმცა დიდ გამაჯვებებს ”ბარსელონა” ერთობ დიდი სიძნელეების ფონზე აღწევდა. 1925 წელს ერთ-ერთი საშინაო მატჩშიწინ ადგილობრივმა ქომაგებმა ესპანეთის ჰიმნი შესრულებისას სტვენა ატეხეს რის გამოც მთავრობ სტადიონი 6 თვით დაკეტა და
ჰამპერი კლუბის მმართველი დირეკტორის პოსტიდან გადააყენა.მან საყვარელ ”ბარსასთან” განშორება ვერ აიტანა,მძიმედ დაავადმყოფდა და 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა

-----------------------------------------
ფრანკოსთან მებრძოლნი-----------------------------------------
30-იან წლებში პოლიტიკა სპორტში მეტისმეტად ჩაერია და ”ბარსელონას: მძიმე დროები დაუდგა.კლუბი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და წარმატებას ვეღარ აღწევდა, თუმცა კატალონიის ჩემპიონატს მაინც იგებდა
1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო.დიკტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა დახვრიტეს ”ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსებ სინიოლი.ამ პერიოდში გუნდი ჩრდილოამერიკულ
ტურნეში იმყოფებოდა,რომელიც კლუბს ფინანსურად კი წაადგა,მაგრამ მოთამაშეთა ნაკევრის მექსიკასა სა საფრანგეთში ემიგრაციით დასრულდა
1938 წელს,კატალონიის სრული ოკუპაციის შემდეგ პროვინციის სიმბოლო ”ბარსელონა” მთლად შავ დღეში ჩავარდა.1940 წელს კლუბის პრეზიდენტი გგახდა ფრანკოს
რეჟიმის მხურვალე მომხრე ენრიკო პინეირო,რომელმაც ”ბარსას” ემბლემა შეცვალა,რა თქმა უნდა ეს დროებითი მოვლენა იყო
40-იანი წლების დასაწყისში ”ბარსელონამ” თანადათან დაიბრუნა დაკარგული პოზიციები.1942 წელს გუნდმა ესპანეთის თასის გათამაშების ადრეულ ეტაპზე ”ბარსას”
და ”რეაკუს” გზები გადაიკვეთა.
ამ ისტორუილი მატჩის წინ კატალონიელთა გასახდელში შევიდა ესპანეთის სპორტის მინისტრი და ფეხბურთელებს დახვრეტით დაემუქრა,თუ შემდეგ ერაპზე ”რეალი” არ გავიდოდა.
შედეგად,მადრიდელებმა 11:1 გაიმარჯვეს.
1942 წელს ენრიკო პინეირო გადადგა,ორი წლის შემდეგ კი გრანკოს მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ”ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო
1948 და 1949 წლებში კატალონიელებმა ეს წარმატება გაიმეორეს და აშკარა გახდა რომ კლუბი კვლავ ფეხზე დადგა.ამ დროისათვის 50 წლის ”ბარსელონა” კატალონიის 21,ესპანეთის 4 გზის და ესპანეთის თასის 9
გზის ჩემპიონი გახდა
-----------------------------------------
საერთაშორისო აღიარება-----------------------------------------
1950 წელს ”ბარსელონაში” ლადისლაო კუბალის მოსვლით კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.შემდეგი სამი წლის განმავლობაში ლურ-ბროწეულისფერებიანმა ორჯერ ესპანეთის ჩემპონატი სამჯერ კი თასი მოიგეს
1953 წლის სეზონის ბოლოს ”ბარსელონამ” არგენტინელი ვარსკვლავის ალფრედო დი სტეფანოსათვის ბრძოლა მადრიდის”რეალ”-თან წააგო,რასაც ქომაგთა უკმაყოფილობა
და კლუბის პრეზიდენტის ენრიკ მარტი კარეტოს გადადგომა მოჰყვა.მისმა მემკვიდრემ ფრანსისკ მირო-სანსმა მთავარ მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა დაისახა
და აი 1957 წლის 24 სეკტემბერს გაიხსნა ”ბარსას” ამღამინდელი სტადიონი ”კამპ ნოუ” რომელიც თავდაპირველად 90 ათას მაყურებელს იტევდა.მისი გახსნის მათჩძე ”ბარსელონამ” პოლონური ”ლეგია”
ანგარიშით 4:2 დაამარცხა.ხოლო კატალონიელთა პარაგვაელი ლეგიონერი უელოხიო მარტინესი ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორი გახდა.მის გარდა მაშინდელი ”ბარსას” ღირსებას იცავდნენ კოჩიში,ციბორი
ევარისტო,კუბალა,სუერისი მწვრთნელი კი ლეგენდარული ელენიო ერერა გახლდათ.
1958 წელს ”ბარსელონამ” თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი -ბაზრპბათა თასი- მოიგოორი წლის შემდეგ კი ეს წარმატება კიდევ ერთზელ გაიმეორა
60-იანი წლების დასაწყისი კლუბისთვის ერთობ წარუმატებლი აღმოჩნდა.”ბარსამ” 1966 წლამდე ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შესძლო.მანამ სანამ ბაზრობათა თასზე
რომელსაც უკვე უეფას თასი ერქვა არ გაიმარჯვა (ესპანურ ფინალში მან სარაგოსა დაამარცხა).

-----------------------------------------
კრუიფის დიდი ბარსა-----------------------------------------
1973 წელს ”ბარსელონაში” ”მფრინავი ჰოლანდიელი” იოჰან კრუიფი მოვიდა რომელიც ”ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა გახდა.
1974 წელს კლუბის 75 წლის იუბილეზე ”ბარსამ” უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.კრუიფს კი ოქროს ბურთი გადაეცა
1979 წელს კატალონიელებმა თასების თასის ფინალში დიუსელდორფის ”ფორტუნას” სძლიეს .ეს წარმატება ბარსელონამ სამი წლის შემდეგაც გაიმეორა
როცა ფინალში ლიეჟის ”სტანდარტი” დაამარცხა.იმავე 1982 წელს როდესაც ”კამპ ნოუს” იოანე პავლე მეორე ეწვია კლუბის საპატიო წევრი გახდა.გუნდში
კი დიეგო მარადონა ჩაირიცხა.ბარსელონა თასების მფლობელთა თასზე შემდგომ პერიოდშიც წარმატებით ასპარეზობდა.1989 წელს ფინალში გენუის ”სამპდორიას” ძლევით
ლურჯ-ბროწეულისფერებმა თასების თასის მესამედ მოპოვება შეძლეს.1991 წელს კი ამავე ტურნირზე ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდნენ.
თავის ისტორიაში ერთადერთი ჩემპიონთა თასი ”ბარსელონამ” 1992 წელს მოიგო.20 მაისს ლეგენდარულ ”უიმბლიზე” გამართული ფინალის 112 წუთზე
როლანდ კუმანის ყუმბარისეული დარტყმის წყალობით კრუფის გუნდმა სვენ იორან ერიქსონის მშვენიერი ”სამპდორია” დაამარცხა იმ დროს ბარსელონას
ღირსებას იცავდნენ:სუბისარეტა,ფერერი,ნანდო,გუარდიოლა,კუმანი, ჰანს კარლოსი,ბაკერო,სალინასი,სტოიჩკოვი,მიქაელ ლაუდრუპი.
იქამდე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში ”ბარსელონა” ორჯერ გავიდა მაგრამ 1961 წელს ლისაბონის ”ბენფიიკასთავნ” 2:3 ხოლო 1961 წელს ბუქარესტის
”სტიაუასთან”” დამარცხდა. 1994 წელს ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ მოუწია თამაში მაგრამ ”მილანთან” 0:4 განადგურდა.
საერთოდ 90-იანი წლების პირველი ნახევარი ”ბარსელნას” ისტორიაში აპოგეად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პერიოდი მთლიანად იოჰან კრუფის ხელს უკავშირდება მარტო ის რად ღირს რომ მისი ხელმზღვანელობით
199101994 წლებში”ბარსამ” ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. თანაც 1993 წელს ”კამპ ნოუზე” მადრიდის რეალთან თამაშისას ქვა ქვაზე არ დატოვა
და 5:0 ნოლი გაანადგურა სამეფო გუნდი(რომარიომ ჰეტ-ტრიკი შეასრულა)

2006 წელს გუნდმა მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და კვლავ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული .
ბარსელონას სტადიონები
=================================================
„Bananova Velodrome“
პირველი ისტორიული მატჩი ბარსელონამ ჩაატარა 1899 წელს თაგვების მიერ გადათხრილ მინდორზე „Bananova Velodrome“ - ზე. მასპინძლები ეთამაშებოდნენ კატალონიაში მცხოვრებ ინგლისელი ემიგრანტების გუნდს. ბარსელონა კაპიტნის სამკლაურით გამოიყვანა გუნდის დამაარსებელმა და ლეგენდამ ხუან გამპერმა მოედნის საფარი იყო განადგურებული, ვინაიდან იქ თამაშობდა და ვარჯიშობდა უამრავი გუნდი, მათ შორის ბარსას უმთავრესი კონკურენტი „ელ-კატალა“
„Casanova“
სწორედ ამიტომაც ერთი წლის შემდეგ ბარსამ დაიწყო თავისი თამაშების გამართვა სასტუმრო კაზანოვას გვერდით არსებულ მოედანზე. აღნიშნული მოედნის საზეიმო გახსნა მოხდა 1900 წელს მატჩით ბარსელონა - ესპანეთი 0:0. ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით თამაშს ესწრებოდა იმ დროისთვის გიგანტური აუდიტორია ( რაოდენობა 4000 ადამიანი)
„Carretera D hora“
ერთი წლის შემდეგ გუნდმა ისევ გამოიცვალა ადგილსამყოფელი და გადავიდა Carretera D hora - ზე. გახსნით თამაშში ბარსელონამ დაამარცხა ინგლისელ მეზღვაურთა გუნდი. იმ თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა ხუან გამპერმა .
„Carrer Mutaner“ , „L'Escopidora“
1905-1909 წლებში ბარსელონა თამაშებს ატარებდა Carrer Mutaner -ზე. გუნდს მაშინ ჰქონდა ყველაზე რთული პერიოდი და იდგა გაბანკროტების საშიშროების ქვეშ. თუმცა გამპერის მიერ გაწეული ტიტანური შრომის შედეგად ბარსელონა გადარჩა. ამ დროისთვის გუნდმა Carrer Mutaner არენდის წესით მიაქირავა „ესპანიოლს“ და თვითონ გადაბარგდა Carrer Paris -ზე (პარიზის ქუჩა). ახალი სტადიონი იყო საუკეთესო მათ შორის, სადაც ბარსელონა უთამაშია. მას შეარქვეს მეტსახელი „L'Escopidora“. აქ იყო ორ იარუსიანი ხის ტრიბუნა, რითაც ესპანეთში ვერც ერთი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა. ასევე მოედანზე იყო დამონტაჟებული პირველი ხელოვნური განათება. თუმცა დროის მცირე მონაკვეთში ეს სტადიონიც ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ვინაიდან ტევადობა იყო მხოლოდ 6 000, ხოლო თამაშებზე დასწრების მსურველები კი ბევრად მეტი.
„ Les Corts „
1922 წელს კლუბმა ააშენა ახალი სტადიონი „ Les Corts „, რომელიც იტევდა უკვე 30 000 მაყურებელს. „ Les Corts „ -მა რამოდენიმეჯერ განიცადა რეკონსტრუქცია, ვინაიდან მაყურებელთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 1945 წელს ჩატარებული ბოლო სარემონტო სამუშაოების შემდეგ სტადიონის ტევადობა გაიზარდა 60 000 - მდე. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს არქიტექორებმა. 1957 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა „კამპ ნოუ“ და ძველი „ Les Corts „ გადაეცა საბავშვო და ახალგაზრდულ გუნდებს.
“Camp Nou”

„კამპ ნოუ“ --- კატალონიური უშრეტი ნაციონალიზმის კერა!
„კამპ ნოუ“ (ბარსელონა, კატალონია)
ტევადობა : 112 000 მაყურებელი
გახსნის თარიღი: 1957 წელი
მოედნის ფართობი: 107x72
„ზევით და ზევით, მეტი და მეტი“ - ასეთი იყო დევიზი ბარსელონაში გრანდიოზული სტადიონის „კამპ ნოუ“ - ს (თარგმანში „ახალი მიწა“) მშენებლობის დროს, რომელიც გაიხსნა 1957 წლის 24 სექტემბერს და კლუბის ხელმძღვანელობას დაუჯდა 66 მილიონი პესეტა. დღევანდელი დღისთვის ეს არის ყველაზე დიდი სტადიონი ევროპაში. სწორედ 1957 წელს გადმოვიდა ბარსელონა თავისი ძველი „Les Corts“ - დან ახალ სტადიონზე. გახსნით მატჩში ბარსელონამ დაამარცხა ვარშავის ლეგია და პირველი გოლი „ახალ მიწაზე“ გაიტანა ბარსას პარაგვაელმა ლეგიონერმა მარტინესმა. უკვე იმდროისთვის გუნდის ხელმძღვანელობა ფიქრობდა ტევადობის გაზრდას 150 000 - მდე. 1971 წელს „კამპ ნოუ“ - ზე გაიხსნა სპორტული დარბაზი, სადაც იყვნენ კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის გუნდები. ასევე სპორტული დარბაზის გვერდით იყო ყინულის მოედანი, რომელზეც იმართებოდა ტურნირები ჰოკეიში. ძირითადი მოედანის გასწვრივ განლაგებულია მომცრო მოედანი. იქ მოხვედრა შესაძლებელია დახურული გადასასვლელით. აღნიშნული სტადიონი გაიხსნა 1982 წელს და სახელად დაერქვა „მინი-ესტადა“ (თარგმანში „პატარა სტადიონი). „მინი ესტადა“ - ზე ვარჯიშობენ და მართავენ თავიანთ შეხვედრებს „ბარსელონა B“ და ბარსას მოყვარულთა გუნდები. „კამპ ნოუ“ -ს პირველი სერიოზული რეკონსტრუქცია ჩატარდა 1980-1982 წლებში და მას დაემატა ტრიბუნების მესამე იარუსი, რის შემდეგაც ტევადება გაიზარდა 120 000 - მდე. პირველი მატჩი სახეცვლილ სტადიონზე იყო ბელგია - არგენტინა (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი)!
„კამპ ნოუ“ - ს მორიგი რეკონსტრუქცია მოხდა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის. სტადიონს დაამატეს კიდევ 10 000 ადგილი. 2001 წლისთვის „კამპ ნოუ“ უკვე იტევდა 112 ათას მაყურებელს.
ბარსას დღევანდელ ხელმძღვანელობას ასევე ჩაფიქრებული აქვს სტადიონის რეკონსტრუქცია და რამოდენიმე წელში ვიხილავთ ახალ, ულტრათანამედროვე „კამპ ნოუ“ - ს!!!
პრეზიდენტები უოლტერ ვაილდი---------------------------11/1899 - 4/1901
ბარტემეო ტერადესი -----------------------4/1901 - 9/1902
პოლ ჰაასი ------------------------------------9/1902 - 9/1903
არტურ უოიტი ------------------------------9/1903 - 10/1905
ხოსეპ სოლერი ------------------------------10/1905 - 10/1906
ჟული მარიალი ------------------------------10/1906 - 11/1908
ვისენს რეიგი --------------------------------11/1908 - 12/1908
ჰანს გამპერი ---------------------------------1908-1925
ოტო მელინი ---------------------------------10/1909 - 11/1910
ფრანსესკ დე მოხო ---------------------------6/1913 - 6/1914
ხოაკიმ პერეს დე ვარგასი -------------------1914-1915
ალვარ პრესტა --------------------------------6/1914 - 6/1915
რაფაელ ლოპარტი ---------------------------6/1915 - 6/1916
გასპარ როსესი --------------------------------1916-1917/1920-1921/1930-1931
რიკარდ გრაელსი -----------------------------6/1919 - 6/1920
ენრიკ კარდონა --------------------------------6/1923 - 6/1924
არკადი ბალაგერი ----------------------------12/1925 - 3/1929
ტომას როსესი ---------------------------------3/1929 - 6/1930
ანტონი ოლივერი -----------------------------10/1931 - 12/1931
ჟოან კომა ---------------------------------------12/1931 - 7/1934
ესტევე სალა ------------------------------------1934 - 7/1935
ხოსეპ სუნიოლი -------------------------------7/1935 - 8/1936
მმართველი კომიტეტი ------------------------1936-1939
ხოან სოლერი ----------------------------------5/1939 - 3/1940
ენრიკე პინეირო --------------------------------8/1942 - 8/1943
ხოსეპ ვიდალ-რიბასი -------------------------8/1943 - 9/1943
ხოსეპ ანტონი დე ალბერტი ------------------9/1943 - 9/1946
ხოსეპ ვენდრელი ------------------------------9/1943 - 9/1946
აუგუსტინ მონტალ გალობარტი ------------9/1946 - 7/1952
ენრიკ მარტი------------------------------------7/1952 - 12/1953
ფრანსესკ მირო სანსი -------------------------12/1953 - 6/1961
ენრიკ ლაუდეტი -------------------------------6/1961 - 1/1968
ნარსის დე კარერასი ---------------------------1/1968 - 12/1969
აუგუსტი მონტალ კოსტა ---------------------12/1969-12/1977
ხოსეპ ლუის ნუნიესი --------------------------7/1978-7/2000
ჟოან გასპარი ------------------------------------7/2000-2/2003
ენრიკ რეინა -------------------------------------2003
ჟოან ლაპორტა ----------------------------------6/2003-
მწვრთნელები ჯეკ გრინველი ----------------------------1917-1924, 1931-1933
ჯონ ბაროუ --------------------------------1917
ჟეჩა პოჟონი --------------------------------1924-1925
რალფ კირბი -------------------------------1925-1926
რომა ფორნსი ------------------------------1926-1929
ჯეკ დემბი ----------------------------------1926-1927, 1933-1934
ჯეიმს ბელამი ------------------------------1929-1931
ფრანც პლატკო -----------------------------1934-1935, 1955-56
პატრიკ ო’კონოლი -------------------------1935
ხოსეპ პლანასი -----------------------------1939-1940, 1940-1941
ხუან ხოსეპ ნოგუესი ----------------------1941-1944
რამონ გუსმანი -----------------------------1941-1942
ხოსეპ სამიტიერი --------------------------1944-1947
ენრიკე ფერნანდესი -----------------------1947-1950
რამონ ლორენსი ---------------------------1950
ფერდინანდ დაუჩიკი ---------------------1950-1954
სანდრო პუპო ------------------------------1954-1955
დომენეკ ბალმანია -------------------------1956-1958
ელენიო ერერა ------------------------------1958-60, 1980 -1981
ენრიკ რაბასა --------------------------------1959-60
ენრიკე ორიოზოლა -------------------------1960-1961
ლიუბიშა ბროჩიჩი --------------------------1960-1961
ლუის მირო ----------------------------------1961-1962
ლადისლაო კუბალა -------------------------1962-1963, 1980
ხოსეპ გინსალვო -----------------------------1962-1963
სეზარ როდრიგესი ---------------------------1963-1964, 1964-1965
ვისენს სასოტი --------------------------------1964-1965
როკე ოლსენი ---------------------------------1965-67
სალვადორ არტიგასი ------------------------1967-1969
ჟოსეპ სეგუერი --------------------------------1969-1970
ვიკ ბუკინგემი ---------------------------------1969-1971
რინუს მიხელსი -------------------------------1971-1975, 1976-1978
ჰენეს ვეისველერი -----------------------------1975-1976
ლორენო რუისი --------------------------------1975-1976
ლუსიენ მიულერი -----------------------------1978-1979
იოაკიმ რიფე ------------------------------------1978-1979
უდო ლატეკი -----------------------------------1981-1982, 1982-83
ხოსე ლუის რომერო ---------------------------1982-1983
სეზარ ლუის მენოტი --------------------------1982-1983, 1983-84
ტერი ვენეიბლსი -------------------------------1984-1987
ლუის არაგონესი -------------------------------1987-1988
კარლოს რექსაჩი--------------------------------1987-1988, 1990-91, 1995-1996, 2001-2002
იოჰან კრუიფი ---------------------------------1988-1996
ბობი რობსონი ---------------------------------1996-1997
ლორენსო სერა ფერერი -----------------------2000-2001
ლუი ვან გაალი --------------------------------1997-2001, 2002-03
რადომირ ანტიჩი ------------------------------2003
ფრენკ რაიკაარდი- ----------------------------2003-...
ტიტულები ესპანეთის ჩემპიონი: 181929, 1945, 1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960, 1974, 1985, 1991, 1992, 1993, 1994, 1998, 1999, 2005, 2006
ესპანეთის თასის მფლობელი: 241910, 1912, 1913, 1920, 1922, 1925, 1926, 1928, 1942, 1951, 1952, 1953, 1957, 1959, 1963, 1968, 1971, 1978, 1981, 1983, 1988, 1990, 1997, 1998
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 71983, 1991, 1992, 1994, 1996, 2005, 2006
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 21992, 2006
თასების თასის მფლობელი: 41979, 1982, 1989, 1997
უეფას თასის მფლობელი: 31958, 1960, 1966
ევროპის სუპერ თასის მფლობელი: 21992, 1997
კატალონიის ჩემპიონი: 221902, 1905, 1909, 1910, 1911, 1913, 1916, 1919, 1920, 1921, 1922, 1924, 1925, 1926, 1927, 1928, 1930, 1931, 1932, 1935, 1936, 1938
კატალონიის თასის მფლობელი: 61991, 1993, 2000, 2004, 2005, 2007
განხორციელებული ტრანსფერები :
შენაძენები :
ტიერი ანრი
========================

იაია ტურე
========================

ერიკ აბიდალი
========================

გაბი მილიტო
========================

ჯოვანი დოს სანტოსი გადმოვიდა ბარსა ბ-დან პირველ გუნდში(ამომავალი ვარსკვლავი)
========================

ბოჟან ( ბოიან ) კრკიჩი გადმოვიდა ბარსა ბ-დან პირველ გუნდში(ამომავალი ვარსკვლავი)
========================
გუნდი დატოვეს :
ხავიერ სავიოლა , ჯოვანი ვან ბრონხორსტი . მოტა , ჟიული
Truth is, everybody is going to hurt you; you just gotta find the ones worth suffering for." -Bob Marley