მერე რა რომ ირინა სარიშვილს ცოტა აკლია და არავის არ სჯერა მაგის.
მერე რა რომ მაისაშვილს არ აქვს მაღალი რეიტინგი.
კარგით რააა.. სარიშვილის პრესკომფერენციაო და შუა სიტყვაში გაწყვიტეს როცა გაიგეს, რომ კარუსელებზე ლაპარაკობდა. სირცხვილია რააა.. მაისაშვილი რაღაცას ლაპარაკობდა თავისთვის და იმასაც გაუთიშეს. სამაგიეროდ მიშას შტაბიდან ალაპარაკეს ჟურნალისტი და ბევრი ზარი შემოვიდა ისიც სიაში შეტანის თხოვნითო.
ცოცხალი თავით სიტყვა არ დაუძრავთ გაყალბებასა თუ უბრალო არეულობაზე.
უბრალოდ სირცხვილია ამხელა "დამოუკიდებელი" ტელეკომპანიიდან ასეთი საქციელი.
ეხლა არ დაიწყოთ ოპოზიციის მომხრე ხარ და იმიტომ ლაპარაკობ მასეო. შეიძლება დღეს მე ოპოზიციას ვუჭერ მხარს, მაგრამ პატივს ვცემ სხვის გადაწყვეტილებას და პირველ რიგში სიმართლეს.
არ მითხრათ მხოლოდ შენ მოგელანდა და მასე არააო..