#7537543 · 29 Nov 2007, 17:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საგანმანათლებლო სისტემები ტექნოტრონულ ეპოქაში. მე 20 ე საუკუნის ერთერთ ყველაზე სერიოზულ გამოგონებას, ციფრულ ელექტრონული კომპიუტერს, გამუდმებით შემოაქვს რევოლუციური ცვლილებები ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში.
საგანმანათლებლო სფერო არათუ გამონაკლისი არ არის არამედ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ამ სფეროში იმდენად ეფექტურია რაც მომავლაში ფუნქციის გარეშე დატოვებს მსოფლიოს სასწავლო დაწესებულებების უდიდეს ნაწილს. ხოლო წიგნი როგორც სასწავლო სახელმძღვანელო საერთოდ გაქრება, მალე მის ადგილს დაიკავებენ აუდიო და ვიდეო გაკვეთილები განთავსებული ინტერნეტში, ან ჩაწერილი კომპაქტ დისკებსა თუ მიკროჩიპებზე.
ავიღოთ უბრალო მაგალითი მეოცე საუკუნი საგანმანათლებლო სისტემიდან და დავსახოთ პერსპექტივები:
ერთ მხარეს გვაქვს საკლასო ოთახი რომელშიც მუშაობს ჭე კლასის ფიზიკის მასწავლებელი რომელსაც რაღაც ვაი-ვაგლახით დამთავრებული აქვს პედინსტიტუტი, მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ფიზიკის სახელმძღვანელოები რომლის ავტორიცაა მაღალი დონის მეცნიერი. ალბათ დამეთანხმებით რომ მოსწავლეების და მასწავლებლის დრო, ნერვებიც და ენერგიაც იხარჯება, ხოლო ეფექტი აქედან არის მინიმალური.
უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის პირობებში ჩვენ შეიძლება გვყავდეს არა ათასობით არამედ სულ რამდენიმე მასწავლებელი რომლებიც მუშაობენ სასწავლო პროგრამაზე და ყოველდღიურად ანახლებენ მას მეცნიერების მოცემულ დარგში გამოქვეყნებული ახალი სამეცნიერო თუ პოპულარული ენით დაწერილი სტატიებით; ძირითადად ვიდეო და აუდიო გაკვეთილების სახით. ასეთნაირად სასწავლო პროცესი ყველა სასწავლებელში არა მარტო უნიფიცირებულია არამედ აყვანილია უმაღლეს შესაძლებელ დონეზე. მაღალი სისწრაფის ინტერნეტის მეშვეობით ხდება ამ მასალის მიწოდება სამეცნიერო ცენტრიდან უშუალოდ მოსწავლემდე. ხოლო მოსწავლეს ხსენებული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დროს, თუნდაც სახლიდან გაუსვლელად. აქედან გამომდინარე თავიდან ავიცილებთ ისეთ ნაკლოვანებებს როგორებიცაა, მასწავლებლის უპასუხისმგებლლობა, უდისციპლინობა მოსწავლის მხრიდან, გაკვეთილის გაცდენა კი, როგორც ცნება საერთოდ აღარ იარსებებს რადგან არ იარსებებენ საწავლო ჯგუფები, ყველა სასწავლო პროგრამა იქნება ინდივიდუალური და ნებაყოფილობითი. ხოლო მმოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობას დაამყარებენ ქსელის მეშვეობით ასევე სტუდენტური კლუბების მეშვეობით რომლებიც დაიკავებენ ახლანდელი სკოლების და ინსტიტუტების ადგილს. იქ მოსწავლეები შეძლებენ გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდნა, ჩაატარონ კონკურსები ოლიმპიადები და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
ეს არის ბუნებრივი პროცესი რომლის შეჩერებას ვერ შეძლებს ვერც ღრმად კორუმპირებული განათლების სამინისტრო და ვერც არანაკლებ კორუმპირებული და ქრთამის მოყვარული პედაგოგების საპროტესტო აქციები, უახლოეს წლებში პედაგოგი ისეთივე იშვიათი პროფესია გახდება როგორიც ახლა არის პარლამენტის დეპუტატი ან თუნდაც ფორმულა ერთის პილოტი
--------------------
პარამპამ პამ
|