http://presa.ge/index.php?text=news&i=490“ვერსია”
27 ნოემბერს, რამდენიმე ინტერნეტსაიტზე “სატელეფონო საუბრის ჩანაწერი” გამოქვეყნდა. ეს გახლავთ რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკისა და უკრაინელი ოლიგარქის კონსტანტინ გრიგორიშინის საუბარი, სადაც უკრაინაში “ქართული ვარიანტის” გათამაშების ალბათობა არ გამოირიცხება. სატელეფონო ჩანაწერის გაშიფრულ ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ:
გრიგორიშინი: _ ალო, ბორის აბრამოვიჩ, გამარჯობა!
ბერეზოვსკი: _ სალამი, მეგობარო! საქმეზე რეკავ, ხომ? დრო რომ ცოტა მაქვს?!..
გრიგორიშინი: მოკლედ გეტყვით და მხოლოდ არსებითზე (გაურკვევლად)... მოლაპარაკებებს შლიან. მათთან არ შეიძლება მოლაპარაკება. გუშინ შევხვდით. შევახსენე დაპირება _ ის, რაზეც ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ. ისინი ამბობენ, რომ არანაირი მიზანმიმართული გეგმა თქვენგან არ მიუღიათ.
ბერეზოვსკი: ლენჩები! ერთმანეთში ვერ გარკვეულან. მე უნდა ვრეკო ინგლისიდან, რომ თქვენ თქვენს პრობლემებში გაერკვეთ, არა? ახლა მისმინე _ გადაეცი მაგათ, რომ მე თუ დავრეკე, ყველას, მაგათი დედაც... “დაერხევა”. კუდრიავცევს დაურეკე _ მაგან უთხრას.
გრიგორიშინი: კუდრიავცევს ვერ ვპოულობთ... მეორე დღეა.
ბერეზოვსკი: კოსტია! ახლა ჩავჯდები თვითმფრინავში და ჩავფრინდები კიევში კუდრიავცევის მოსაძებნად და ყველა მახინჯის მოსაძებნად, შენი ჩათვლით. მაგრამ იცოდე, თუ კიევში ჩამოვფრინდი, მერწმუნე, ცოტა არავის მოგეჩვენებათ _ არც შენ, არც შენს მეგობრებს და არც კუდრიავცევს.
გრიგორიშინი: ბორის აბრამოვიჩ, ვეუბნები მაგათ, რაც იქნება. მაგრამ ეღიმებათ და მაგზავნიან “ხ”-ზე. გადამოწმებული ინფორმაცია მაქვს, რომ ბენია (გაურკვევლად)... და საერთოდ მოსკოვთან. თქვენ რაში სჭირდებით, თუკი პირდაპირი მისასვლელი აქვს პუტინთან?
ბერეზოვსკი: ეს ყველაფერი ვიცი და უფრო მეტიც. თუ წასვლა უნდა, წავიდეს. არც დავიჭერ და ცრემლებს ვაღვარღვარებ. მაგრამ ამის გამო ეგ ინანებს. ხელები ისედაც დიდი ხანი მექავება.
გრიგორიშინი: საქმეზე მინდა კიდევ... თვის ბოლომდე დავასრულებთ “ზარეს”, “ტურბოატომუ”...
ბერეზოვსკი: ეს კარგია. ზედმეტი არ იქნება ნამდვილად.
გრიგორიშინი: ძლიერ დასაყრდენს ვქმნით...
ბერეზოვსკი: კიდევ კარგი, რაღაცით დამამშვიდე. პრობლემები არის?
გრიგორიშინი: განსაკუთრებული არაფერი.
ბერეზოვსკი: მასმედია, ტელეარხები, გაზეთები _ ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია...
გრიგორიშინი: ბორის აბრამოვიჩ! ტელეარხებთან რთულია. ჩემმა ბიჭებმა გაიგეს _ არაფერი არ იყიდება. ყველაფერს ჩვენი მეგობრები ყიდულობენ _ “ინტერიც” მაგათია, “1+1” და “ნტნ”-ც. პინჩუკი არ იყიდება. არის “ტონის”-ი, მაგრამ ეს წვრილმანია და ამისთვისაც 300-ს თხოულობენ.
ბერეზოვსკი: რამდენი? 300-ად მთელ რუსეთს ვიყიდი. ვისთანაც გინდათ, იმათთან წადით მოლაპარაკებაზე. არხი მინდა. მაგრამ არა ასეთ კატასტროფულ ფასად. ყველაფერს თავისი ზომა აქვს.
გრიგორიშინი: გასაგებია.
ბერეზოვსკი: ახლავე გვინდა, სასწრაფოდ. რუსეთში არჩევნები ჩატარდება მერე ვის რა ჩემ ფეხებად დასჭირდება ეს ყველაფერი? პეტიასგან რა ისმის?
გრიგორიშინი: პეტია ამბობს, რომ იუშჩ-ს (ვიქტორ იუშენკო,_რედ) არ უნდა კომუნისტები კოალიციაში. მათ გარეშე კი ხმები არ გვყოფნის. იუშჩ-ი სულ “სპეც”-ით იქადნება, რომ კოალიცია არ იყოს და ქვეყანას თვითონ მართავდეს.
ბერეზოვსკი: ვიტია (იუშენკო, _რედ) გაიჩალიჩებს. მაგი კიევში საქართველოს მიიღებს. არ ესმის, ვისთან აქვს საქმე. ბუში მაგის საჯდომს არ გადაარჩენს. რას ფიქრობს, რომ ბუში გადაარჩენს? თუ ის ჰგონია, რომ არავინ იცის მაგისი კურკური “გაზპრომთან”? არა, ნაღდად იდიოტია. უმჯობესია, მაგან ჟვანიას (დავით ჟვანია, _რედ) და ბალოგას უსმინოს...
გრიგორიშინი: ბორის აბრამოვიჩ, მაშინ კიდევ ერთხელ დავურეკავ მათ და... თქვენც ადასტურებთ _ ჩვენს საქმეებზე ისე უნდა მოიქცნენ, როგორც თქვენ ამბობთ. კუდრიავცევს შეუძლია დაადასტუროს?
ბერეზოვსკი: კუდრიავციევი ყველაფრის საქმის კურსშია. რატომ ზის უკრაინაში? იპოვე და ჰკითხე, მობილურის ხმარება თუ იცის? რა ხდება, სულ დაავიწყდა, რისთვის გააგზავნეს იქ.
გრიგოროშინი: მაშინ ხვალ დაგირეკავთ და გეტყვით, როგორ ჩაიარა შეხვედრამ.
ბერეზოვსკი: კარგი. საქმის კურსში გყავდე. გეხვევი.
გრიგორიშინი: გმადლობთ. ნახვამდის.
პ.ს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბორის ბერეზოვსკიმ გააკეთა ორიოდე დღის წინ განცხადება, რომ საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა პრეზიდენტის პოსტზე ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერა.
ახლა რაც შეეხება კონსტანტინ გრიგორიშინს, იგი 40 წლის უკრაინელი ოლიგარქი გახლავთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, მის ბიზნეს-ჯგუფს 1995-96 წლებში გაჰქონდა ატომური საწვავი და რადიოაქტიური ნარჩენები უკრაინიდან რუსეთში, რითაც დიდი ფული იშოვა. იყიდა ენერგოგამანწილებელი კომპანიები ლვოვში, პოლტოვასა და ა.შ. ფლობს სააქციო საზოგადოებას “სუმსკოე” ზაპოროჟიეცის ფეროშენადნობთა ქარხანა, “დნეპროსტარი” _ ელექტრომეტალურგიული ქარხანა, პოლტავაობლენერგო და სააქციო ბანკი “ზევსი”, რომელსაც დღეს “ბიგენერგო” ეწოდება.
კონსტანტინ გრიგორიშინი ყველაზე დაახლოებულია უკრაინის პარტია “იაბლუკოსთან”. რევოლუციის დროს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მეიდანზე იყო და იუშენკოს უჭერდა მხარს. მოგვიანებით, დაუპირისპირდა თავის ბიზნეს-პარტნიორებს სურკისსა და მედვედჩუკს.
2002 წლის 12 ოქტომბერს გრიგორიშინი, რუსეთ-უკრაინას შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს, სახალხო დეპუტატის ვლადიმერ სილკოვიჩის (ტელეარხი “ესტებეს” მფლობელი) მანქანაში დააპატიმრეს იარაღის უკანონო ტარებისთვის. მას აღმოაჩნდა “ბრაუნინგი” 6 ვაზნით. ხოლო ჯიბეში ჰქონდა 4 პაკეტი თეთრი ფხვნილი (სავარაუდოდ, ნარკოტიკი). მაშინ რუსეთმა საკუთარი მოქალაქე დაიცვა და უშუალოდ ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ჩერნომირდინის ზეწოლის შედეგად, იგი გაანთავისუფლეს.