შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ რაც სიამოვნებას,აღფრთოვანებას,კმაყოფილებას ან უბრალოდ ღიმილს განიჭებს

აბსოლიტურად გეთანხმები რომ ხელოვანს სავანაირი გული აქვს,კარგი თუ ცუდი ამას არა აქვს მნიშვნელობა.უბრალოდ სხვანაირი და ცოტა საწყალი

ერთხელ თეატრალურ ინსტიტუტთან მოვიდა ერთი ასაკოვანი ქალი,ხელში ფისო ეჭირა,იქვე კარის კუთხეში დასვა,პურის პატარა ნატეხი დაუდო და მიეფერა,მეც მივუახლოვდი ამ ქალს და ფისოს მოვეფერე,ქალმა მაშინვე შემომთავაზა -არ გინდა ფისო გაჩუქო?- ცოტა გამიკვირდა და ვიუარე,(2ფისო მყავდა სახლში იმ დროისთვის) ამ ქალმა ფისო იქვე დატოვა და მითხრა -3 კნუტი გააჩინა ჩემმა კატამ,მე ამათი მოვლის თავი არ მაქვს,ხოდა ერთი კონსერვატორიასთან დავტოვე,ერთი აკადემიასთან და ერთსაც აქ ვტოვებ თეატრალურთან,აქ სხვანაირი ხალხია არ მოკლავენ და ვინმე უპატრონებსო...ის ნაცარა ფისო სახლში წამოვიყვანე და "ბერიკა " დავარქვი...