მაგთიკომმა" "ბილაინს" ყველაზე დაბალფასიანი კავშირის მქონე ოპერატორის ტიტული ჩამოართვა
http://commersant.ge/?id=8614 საქართველოში ყველაზე იაფი სამომხმარებლო ტარიფები ,,მაგთიკომს’’ და ‘’ბილაინს’’ აქვთ – რეიტინგი BPI-მ მობილური ტარიფების მრჩევლის საშუალებით შეადგინა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ გვერდზეა განთავსებული.
კვლევის პროცესში აღებულ იქნა დღეში საშუალოდ 10 განხორცილებული ზარი, საუბრის 2 წუთანი ხანგრძლივობით. კალკულაციის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე იაფი ტარიფები ბილაინს და მაგთის აქვს.
რეიტინგში სულ 30 სატარიფო სქემაა ჩართული.რეიტინგის მიხედვით ყველაზე იაფი ,,ბანის’’ სტანდარტული სატარიფო სქემით საუბარია – 0,86 თეთრი, შემდეგ მოდის "ბილიანის" ტარიფი ,,წრე’’ – 92 თეთრი, ათეულში არიან – ბალი (სტანდარტული) – 1 ლარი; ‘’ბილაინის’’ ტარიფი ,,ექსკლუზივი’’ – 1,06 ლარი; ბანის I ალტერნატიული ტარიფი – 1,12 ლარი და ბანის II ალტერნატიული ტარიფი –1,34 ლარი; ,,ბილაინის’’ ტარიფი ,,ფრეში’’ – 1,44 ლარი; ,,ბილაინის’’ ტარიფი – ,,2 ერთში’’ – 1,6 ლარი; ,,ბილაინის’’ ,,შენი ტარიფი’’ – 1,6 ლარი და ,,ლაი ლაის’’ ტარიფი – ,,12 თეთრი ყველა მიმართულებით’’ – 1,86 ლარი.
ანალოგიური კვლევა BPI-მ 2011 წლის 6 დეკემბერსაც გამოაქვეყნა, სადაც შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: ,,წრე’’ და ,,ექსკლუზივი’’ ყველაზე იაფი ჯდება - შესაბამისად 64 და 72 თეთრი. სიიაფის მიხედვით მე–3, მე–4, მე–5 და მე–6 პოზიცია მაგთის სატარიფოს სქემებს უჭირავს – ბანი - ტარიფი 10 თეთრი (74 თეთრი); ბალი - სტანდარტული (80 თეთრი), ბანი - I სტანდარტული (88 თეთრი); ბანი – II სტანდარტული (1,04 ლარი).ბოლო ხუთ თვეში ყველაზე იაფი ტარიფები 64 თეთრიდან 86 თეთრამდე, ანუ 35%-ით არის გაზრდილი.
გასული წლის დეკემბერში ,,ბილაინის’’ ყველაზე იაფი სატარიფო სქემა ,,წრე’’, ,,ბანის’’ სტანდარტულმა ტარიფმა ჩაანაცვლა.
მრჩეველი ითვალისწინებს მობილურ კომპანიებში მოქმედ ძირითად სატარიფო გეგმებს და აქციებს და არ ითვალისწინებს ისეთ სატარიფო გეგმებს, როგორიცაა: პაკეტებით (ბანდელი) შეძენილი მომსახურების ღირებულება; ბრენდებს შორის შიდა ზარების ღირებულება, როდესაც ბრენდებს შორის ზარების საფასური განსხვავდება ქსელის შიგნით ზარების საფასურისგან.საქართველოს ბაზარზე ამჟამად სამი კომპანია ოპერირებს – ,,მაგთიკომი’’, ,,ჯეოსელი’’ და ,,მობიტელი’’, რომელიც ბილაინის სავაჭრო მარკის მფლობელია.