>>>>>>სააკაშვილის ცოდვანი<<<<<<<<
1. საარჩევნო სისტემის და პროცესების მორგება სათავისოდ.
ა) საარჩევნო კანონმდებლობის ისეთი სახით გადაწერა რომ თვითონ მიიღონ მაქსიმალური ხმები. ამის ნათელი მაგალითი იყო გასული ადგილობრივი არჩევნები. მიუხედავად ოპოზიციის არაერთი მოთხოვნისა მაინც თავისი გაიტანეს. 150 ათასი კაცი რომ გამოვიდა ქუჩაში თურმე მერე შესაძლებელი გახდა კანონმდებლობის შეცვლა. ”დიდი მოწყალება გაიღეს”
ბ) მასემდიის თითქმის მონოპოლიზირება არჩევნების წინ. (მაგალითები არ გვაკლია)
გ) საარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრების დიდი მაშტაბებით გამოყენება.
დ) სამთავრობო ბერკეტების უკანონო გამოყენება. (დაშინებები, ხელმოწერები, ....)
2. ერთპიროვნული მართველობა ხელისუფლების ყველა რგოლში
ა) ერთპარტიული უფლებაშეკვეცილი პარლამენტი და ყველანაირი მცდელობა რომ პარლამენტში განსხვავებული აზრი არ იყის.
ბ) არანაირი აზრის გათვალისწინება ოპოზიციის მხრიდან იმ ცინიკური მიზეზით რომ ახლა ჩვენ ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთ. ასე რომც ფიქრობდე არ უნდა თქვა ადამიანმა, მითუმეტეს სახელმწიფო მოხელემ.
გ) მთავრობა არ ბალანსდება რაიმე სერიოზული მაკონტროლებელი ორგანოთი.
დ) მემარცხენული უაზრო, მხოლოდ პოპულისტური ნაბჯები. ვაუჩერები, ადრინდელი სალიარკა ... ბევრისთვის ის 100 ლარიანი ვაუჩერი არაფრის მაქნისი იყო გინდ გქონია გინდ ამით არაფერი შეეცვალა. მაგას ჯობდა მართლა ვისაც ჰაერივით ჭირდება მხოლოდ იმათთვის მიეცათ თუნდაც უფრო მეტი. ფულიც დარჩებოდათ და ეს ფული კი უფრო აზრიანად დაეხარჯათ.
3. ერთპიროვნული მართველობა არასახელმწიფო რგოლებშიც
ა) ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.
ბ) ოლიმპიური კომიტეტში განვითარებული მოვლენები.
4. განათლების რეფორმა, დამოკიდებულება ზოგადად განათლების მიმართ.
ა) რიგით ძალოვან მუშაკს უფრო მაღალი ხელფასია აქ ვიდერ უნივერსიტეტის პროფესორს.
ბ) მეეზოვეს უფრო დიდი ხელფასი აქვს ვიდრე სკოლის პედაგოგს.
რათქმაუნდა ძალოვანი მუშაკიც და მეეზოვეც კარგ ხელფასს უნდა იღებდეს მაგრამ ეს მიუთითებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ზოგადად განათელბის მიმართ. მარტო ტექნიკის ყიდვა არ არის საკმარისი ჯარის შესაქმნელად. ამას ყველაფერს საკმაოდ კვალიფიცური ხალხი ჭირდება უმაღლესი განათლებით. რამოდენიმე თვინი კურსი შეიძლება არაფრის მომცემი იყოს თუ ადამიანს საბაზისო ცოდნა არ აქვს. რასაც ჯერ სკოლა და მერე უმაღლესი იძლევა წლების განმავლობაში.
გ) არანაირი ყურადღება არ ექცევა ტექნიკურ მიმართულებებს კატასტროფული მდგომარეობაა ამ კუთხით.
დ) სკოლებს მოუხსნეს სპეციალიზირებული სტატუსი მაგ. კომაროვი
ე) სამეცნიერო ინსტიტუტებს ხურავენ, იმის ნაცვლად რომ ახალი კადრები მიიყვანონ და გაზრდონ დაინტერესება ამ კუთხით.
ვ) სკოლებში კომპიუტერების დარიგება ლინუქსის სისტემით მხოლოდ პიარია მეტი არაფერი, თუ იქვე ერთი კარგი პდაგოგი შესაბამისი სწავლების პროგრამით არ მიაყოლე.
ზ) გასულ წელს გეპეის საერთოდ არ მიაღებინეს კონტიგენტი. თუმცა სამინისტროს შეეძლო მიეხედა და თვითონ გამოესწორებინა იქაური პრობლემები.
თ) არასწორია აბიტურიენტების ჩარიცხვა მხოლოდ უნარჩვევებით. სპეციალობის გათვალიწინების გარეშე კურიოზული სიტუაციები ხდება ხოლმე. თეატრალურის ნაცვლად ზოვეტი და ამნაირები.
ი) იყიდება სკოლები და ბაღები. თუ გაყიდიან სტატუსს მაინც ნუ შეუცვლიან! და აიძულონ მყიდველი რომ პროფილი არ შეცვალოს. გადავსებულია სკოლები და ბაღები!
ვ) ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება 2 000 000 გამოყო თბილისში სტუდენტების მიერ ვითომ ქალაქის დასასუფთავებლად. ეს თანხა ჯობდა მართლა გონების განსავითარებელ სხვადასხვა პროექტებში დაეხარჯა და სტუდენტების რეალურ განათლებას მოხმარებოდა.
მოკლედ (ჩემი აზრით) განათლების სფეროში დიდ ბარდაგია და ეს ყველაფერი რამოდენიმე წელიწადში მწვავედ იჩენს თავს.
5. სასამართლო სისტემა. ამ საქმეში დიდი სპეციალისტობა არაა საჭირო დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად.
6. კერძო საკუთრება.
ა). თაბუკაშვილის ქუჩა, მერიის წარმომადგენლის უცინიკურესი განცხადება გამოყრიდან მეორე დღეს. მეთვითონ მოვისმინე. ”მე რომ მაგათ ადგილზე ვყოფილიყავი ალბათ უარესს ვიზამდიო”, ”კი მართლები იყვნენო მაგრამ რა ვქნათ უკვე დავანგრიეთო”
ბ) საკუთრების ხელყოფა, დანგრევა ყოველგვარი საბუთის გარეშე.
გ) სუბარს კითხეთ ბევრი იცის კიდევ ეგეთები.
7. ადამიანის უფლებები.
7 ნოემბერი!!!
ა) ჯინსიანი ნიღბოსნები.
ბ) დეპუტატების ცემა, გელაშვილი.
გ) მოსმენები. ”თვით ვანოსაც კი უსმენენ!”. მიშაზე არ აქვს აზრი ლაივში თვითონ ლაპარაკობს ყველაფერს.
დ) დევნილების უფლებების დარღვევა. ძალისმიერი მეთოდით საცხოვრებელი ადგილებიდან გამოყრა.
8. მკველელების მფარველობა
ა) ჟვანია, იუსუფოვი, ექსპერტიზის უფროსო და მისი მეგობარი.
ბ) გრგვლიანი.
გ) რობაქიძე და მისი საქმის გამყალბებლები.
დ) ოქრუაშვილის ბრალდებები, რომელსაც რეალურად პასუხი უნდა გაეცეს.
ამის კომენტირება არ შეიძლება!
9. ხელისუფლებიდან არაკონტროლირებადი მასმედიის ნაბიჯნაბიჯ შემცირება
ა) იბერია
ბ) 202
დ) იმედი, ”ამ შემთხვევაში მეთოდები შესაშურია”.
10. მართლა ელიტარული კორუფცია
უეცრად (როცა დასჭირდათ) ისევ მათივე გამოვლენილი კორუმპირებულები:
ა) ოქრუაშვილი - მის დამსხურებებზე არ ღირს სუბარი.
ბ) ქარელი - პრეზიდენტის რწმუნებული
გ) ქიტოშვილი - ცსკო-ს შეფი, მარეგულირებლის უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
დ) მიშას მიერ ბოლო დღეს აღმოჩენილი მონოპოლისტები.
ე) გაჭირვებული ჯუღელის და ხევიაშვილის დახმარებები.
მთელი უბედურება ისაა რომ ყველა ეს საქმე მაშინ წამოიწია როდესაც ამის აუცილებლობა დადგა. და რამდენი ასეთი იმალება კიდევ?
11. ხელისუფლების არაკვალიფიციურობა საკმაოდ ბევრ საკითხში
ა) პიონერთა სასახლის საკითხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ბ) ქუთაისის საკრებულოს ხალხის ხელმეორედ დაპატიმრება კამერების წინ. არ მესმის ვისთვის იყო ეს შოუ განკუთვნილი.
გ) საარჩევნოდ პირადად პრეზიდენტის მიერ გახსნილი მილების დამამზადებელი ქარხნა, რომელიც თურმე ერთ კვირაში დაიკეტა.
12.
ა) პრეზიდენტის გაუწონასწორებლობა და არაადეკვატურობა.
მხოლოდ ერთი მაგალითი. მთვითონ მაქვს მოსმენილი რამოდენიმე დღის წინ.
(ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიღაც ხნიერმა კაცმა უთხრა, მე უკვე იმ ქვეყნად წასასვლელად ვემზადებიო.
პრეზიდენტმა დაამშვიდა: "ჯერ რა დროს თქვენი წასვლაა, იქ გასასტუმრებლების იმხელა სია მაქვს . . . არა, სიკვდილს არავის არ ვუსურვებ, მაგრამ . . . " და ა.შ)
ამის კომენტირება არ შეიძლება!
მემგონი დამეთანხმებით რომ ნორმალურ ქვეყანაში თუნდაც ერთი ასეთი პუნქტის არსებობა უკვე სათუოს გახდიდა ხელისუფლების ხელმეორედ მოსვლას სათავეში
მაგ: კოლს (გერმანია მის დროს გაერთიანდა) საკმაოდ დიდი სკანდალი ქონდა იმასთან დაკავშირებით რომ, თურმე საარჩევნო კომპანიის დროს რამოდენიმე მილიონი არასწორად დაუხარჯია. კაი ქვეყანაა გერმაია!
ბ) ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს, როდესაც სააკაშვილმა არცერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თემას ცვლიდა და ბადრის ლანძღვას იწყებდა.
ამის ყველაფრის არ დანახვა, გადაყლაპვა და მიშასთვის ხმის მიცემა ჩემი აზრით დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

ესეც ვიდეო
http://youtube.com/watch?v=JRT00LwbzFY This post has been edited by Antigov on 2 Dec 2007, 17:33
სპონსორრიიი, სპონსორიი, ძია დილარის სააახით.