მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული სიტყვის ისტორიას, მის წარმოშობას და წარმოშობის შესაბამისად მის დატვირთვას წარმოშობის მომენტში და იმ მომენტიდან მოყოლებული დღემდე.
იცვლის თუ არა კონკრეტული სიტყვა მნიშვნელობებს ისტორიის მანძილზე ? ან ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში არის თუ არა სიტყვის მუტაცია (ტოტალიტარულ რეჟიმში მაგალითად). და ამ მუტაციით ადამიანის აზროვნების მუტაციაც შესაბამისად კონკრეტულ სიტყვასთან (ანუ მნიშვნელობასთან) მიმართებაში.
რა მნიშვნელობა აქვს სიტყვის ისტორიას ? ანუ ახდენს თუ არა გავლენას ადამიანის და საზოგადოების ან საზოგადოების გარკვეულ მასებზე სიტყვის ისტორიის მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობით მანიპულირება ან სიტყვის მნიშვნელობის დამახინჯებით (ანუ იმის დამახინჯებით რაც ამ სიტყვის როგორც ასეთი "ჟღერადობის" უკან არის) შეიძლება თუ არა საზოგადოებისა და ადამიანის ცნობიერების შეცვლა ან დამახინჯება ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში... ?
თუ შეიძლება კონკრეტული მაგალითდები მოიყვანეთ
* * *
ბნელებო !