მგონი ასეთი თემა არ არის ჯერ, ყოველ შემთხვევაში ვეძებე და ვერ ვიპოვე. თუ არის მაშინ ბოდიში.
აქ დავპოსტოთ ყველაზე ყველაზე კარგი კლიპები რაც გვინახავს. ალბათ აჯობებს, მაივიდეოზე ავტვირთოთ, თან ბარემ პირდაპირ იუთუბიდან შეიძლება ჩასმა და ყველასთვის ბევრად სწრაფი იქნება.
თან მცირე ინფოსაც თუ მოვაყოლებთ არ იქნება ურიგო.
ჰო, ემბედის გაკეთება არ ვიცი და არც ვიცი შეიძლება თუ არა, ამიტომ ლინკებს დავსვამ და თუ უკეთესი გზაც არის ვთქვათ და ისე გავაკეთოთ.
1. Unkle - Rabbit in Yur Headlight
გაბაზრებული კლიპია და ბევრს ნანახი გექნებათ, მაგრამ სადაც კარგი ვიდეოების ხსენებაა ამის გარეშე არ გამოვა.
http://www.myvideo.ge/?video_id=1669582. DJ Shadow - 6 Days
ისევ შედოუა მაგრამ მგონი ეკუთვნის, თანაც ბოლო დრომდე ეს ვიდეო ნანახი არ მქონდა. ვონ კარ ვაის გადაღებულია, თამაშობენ "ჩასაფრებული ვეფხვის" ჩანგ ჩენი და ერთ-ერთი მთავარი აზიელი მოდელი დანიელ გრემი. კარგი რამაა.
http://www.myvideo.ge/?video_id=1669553. Bat for Lashes - Whats a Girl to Do
თუ ნანახი არა გაქვთ, მომილოცავს, სიამოვნება წინა გაქვთ. 0:40-ზეა კლიპები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და ჟუტკი მომენტი.
http://www.myvideo.ge/?video_id=166960თქვენებიც ატვირთეთ მაივიდეოზე და დაყარეთ.