ვინმე ხომ არ უყურებთ?
ახლა ჩავამთავრე პირველი სეზონი და ძალიან ნასიამოვნები ვარ

Entourageამჟამად მეოთხე სეზონი გადის, უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. სიტუაცია ვითარდება დღევანდელ ჰოლივუდში, ამომავალი ვარსკვლავის ვინსენტ ჩეისის გარშემო.
ვინსენტი ქუინსში გაზრდილი ნიჭიერი მსახიობია, რომელიც ნელნელა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავობას უახლოვდება. ყოველ სერიაში მისი და მისი მეგობრების ცხოვრებაა ნაჩვენები. ვინსი, მისი მენეჯერი ერიკი, ნახევარძმა დრამა და მეგობარი თურთლი.
მოკლედ, ძალიან სასიამოვნო საყურებელია

მარტივი და მსუბუქი სიუჟეტი, ძალიან მაგარი სიტუაციები ) პირდაპირ ჰოლივუდის შიდა სამზარეულოში ტრიალებ, თავისი გადაღებებით, ინტრიგებით, vip-წვეულებებით და დროსტარებით

ყველას გირჩევთ

ბოლო ერთი კვირაა დღის ბოლოს არაჩვეულებრივი განტვირთვის საშუალება მომეცა. თან პატარა სერიებია, ვზივარ და ვსკდები შურით

This post has been edited by MEDS on 18 Apr 2014, 15:22