ეხლა ერთ ისტორიას მოგიყვებით გასახალისებლად:
ნუ მოკლედ ბევრი ექიმებში ბოდიალის მერე - უშედეგოდ -
დედაჩემი ამიტყდა რომ ერთი ქალი არის, თვითონ ამზადებს რაღაც წამლებსო
ხოდა გინდა თუ არა მიდიო. ჯერ კაი ხანი ფეხს ვითრევდი, არ მჯერა რაღაც
ამ ძალით მკურნალების, მაგრამ ბოლოს დედაჩემი გაიბუტა და მეც დავნებდი.
ხოდა ვინაიდან დედაჩემი ამერიკაში იყო ამ "საოცარ მკურნალთან" ბებიაჩემი
გამომყვა. მოკლედ გაგვთიშა ამ ქალმა ორივე, ჯერ რაღაც ჟურნალი გადმოიღო
წამაკითხა რა უბანში რამდენი "ქალი ყავს დაფეხმძიმებული", მოკლედ ილაქლაქა ბევრი,
მე მთელი ჩემი ანალიზები და ისტორია მქონდა წაღებული, მაგრამ ეგენი რაში მჭირდებაო
ჩემი საქმის მე ვიციო, ცოტა დამაცადე და შედეგს ნახავო.
იქედან რომ გამოვედით ბებიაჩემის გაოგნებულ-გათიშული სახე მახსოვს - შვილო შენი არ ვიცი და მე უკვე დამაფეხმძიმა ამ ქალმა მგონიო!

მოკლედ რამოდენიმე თვე დავდიოდი ამ ქალთან (ნუ ისევ დედაჩემის ხათრით

)
რაღაც ტამპონებს აკეთებდა - თაფლი, ხახვი და ათასი უბედურებისგან
ამ ტამპონს რომ ჩაგიდებდა თან რამოდენიმე დღე არ უნდა ამოგეღო

ხო წარმოგიდგენიათ რა ტანჯვა იყო,
თან თითო ვიზიტი-ტამპონი 50 ლარი.
მოკლედ კაი ბლომად ფული გადავყარეთ სანამ როგორც იქნა მოვარჯულე დედაჩემი
და დამთანხმდა რომ თავი დამენებებინა.
პ.ს. ...ნუ ეს ისტორია ბოლოს ინვიტრო განაყოფიერებით დამთავრდა!... მაგრამ ეს უკვე ცალკე ისტორიაა