მოდერ მადეირ, გთხოვ, სათაურში გამოყენებულ ბოლო სიტყვას ნუ წაშლი, სხვა, ამაზე ზუსტ სახელს ვერ ვარქმევ

ეხლა სერიოზულად:
ობიექტური მიზეზები:თაობა 1. ფეხბურთს უმაღლეს დონეზე ("უმაღლეს დონეზე" საერთაშორისო ფიფა-უეფას და სხვადასხვა ფედერაციების ეგიდით გამართულ მატჩებს ვგულისხმობ და არა თამაშის ხარისხს), როგორც წესი 20-30 წლის ადამიანები თამაშობენ. ეხლა არის 2009 წელი. ანუ რომ გამოვაკლოთ 20-30 დღეს ბურთს ძირითადად 1979-1989 წელს დაბადებული ხალხი აგორებს.
2. ფეხბურთის თამაშს, როგორც წესი 6-7 წლის ასაკში იწყებენ. ეხლა არის 2009 წელი. გამოდის, მათ ვინც დღეს უმაღლეს დონეზე ბურთაობს სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში 1985-1995 წლებში დაიწყეს.
3. ზედა ორი პუნქტი მსოფლიოს მასშტაბით იგულისხმება. ეხლა დავწვრილმანდეთ:
3-1. 1991-1995 წლებში საქართველოში უბედურება ტრიალებდა: ორი ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სამოქალაქო ომი, აქეთ მხედრიონი, ქურდული სამყაროს ზეობა, კიტოვანი, უბნის საძმოები, იქით ლოთი ქობალია და კაკო ელიავა და ორივე მხარეს ძალიან ბევრი სისხლი, იარაღი, ნარკოტიკები, ფული, კრიმინალური და სხვა სახის გარჩევები. სახელმწიფო ფიქტიურადღა არსებობდა.
3-2. ანუ ისინი ვინც 1979-1985 წლებში დაიბადნენ, მაშინ იყვნენ 6-16 წლისანი, ამ თაობას ჩათვალეთ 4 წელი ჩაუვარდა, მათ უცდებოდათ ვარჯიშები, არ ჰქონდათ ნორმალური სავარჯიშო პირობები, ბევრმა ოჯახური და სხვა ტრაგედია გადაიტანა, ძალიან დიდ ნაწილს შეექმნა მატერიალური პრობლემები და საერთოდ გაეშვა ფეხბურთს. მოკლედ, ეს თაობა წაშლილია, 1979-1980-1981-1982-1983-1984-1985 წლებში დაბადებული ადამიანებიდან ვერავინ მიაღწია წარმატებას რადგან ვერ ისწავლეს ფეხბურთის თამაში, 2-3 გამონაკლისის გარდა ( კალაძე, ასათიანი...მეტი არც მახსენდება. ესენიც ინერციით, 10 წლამდე მაინც მოასწრეს რაღაცის სწავლა და მეტი არც შერჩათ, კარლო ვაბშე ლობანოვსკიმ გამოჩორკნა...). მე თვითონ 1983-ნი ვარ და ჩემი თანატოლების დროინდელი ფეხბურთელებიდან გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ლადო სანიკიძე ითვლებოდა მეგა-ვარსკვლავად და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მისი (ჩემი) თაობის ბევრი ფეხბურთელი უმოტივაციობისგან ზოგი გაძველბიჭდა, ზოგიც განარკომანდა...ერთი მათგანი სანიკიძის გუნდელი დღეს კანონიერი ქურდია, შეიძლება ლადომ არც იცის...არადა უნიჭიერესი იყო ის ბიჭი

3-3. დაგვრჩა 1986-1987-1988-1989 წლებში დაბადებული ბიჭები, ამათ ინერციამ შეუშალათ ხელი, მოშლილი საფეხბურთო ინდუსტრიის აღდგენა კორუმპირებულმა ჟOრდანია-ჩოლარია &Co.-მ ვეღარ (აღარ) მოახერხეს.
4. გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა, 79-89 წლიანების თაობას არათუ სავარჯიშო პირობები, არამედ ელემენტარული სათამაშო პრაქტიკაც არ ქონდათ, ფეხბურთში კი არა მთელ ქვეყანაში მოიშალა ყველანაირი ინფრასტრუქტურა, სისტემა და კავშირები. მაქსიმუმ 10 ბავშვთა გუნდი იყო, ისიც ძირითადად თბილისში და რაღაც კინკილა გუნდები ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის... ისინიც ერთმანეთს წელიწადში მაქსიმუმ 10ჯერ შეხვედროდენ და რაც მთავარია ამ 10 გუნდიდანაც კი გადიოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, უსახსრობის, ქუჩისა თუ ნარკოტიკების გავლენის გამო და ისინი წელიწადში რამდენჯერმე კომპლექტდებოდნენ თავიდან.
ბოლო პლეადა 70-ანები იყვნენ (ტყუპი,ქინქი,ჯამარა,ნემსო...), რომლებმაც მოასწრეს და ნორმალურ ვითარებაში ვარჯიშობდნენ
ყოველდღე, საკავშირო მასშტაბით უწევდათ ყოველწლიურად თითქმის 100 თამაშის გამართვა. მოკლედ, ფორმაში იყვენენ.
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწე მწვრთნელებს ყველაზე ნაკლებად ვაბრალებ შექმნილ სიტუაციას, იგივე ჩემი თაობის ბიჭებს "ნორჩ დინამოელში", "ავაზასა" და "35-ე სკოლაში" იგივე მწვრთნელები ავარჯიშებდნენ ვინც 70-ანებს, მაგრამ ყველაზე წარუმატებელნი ისინი გამოდგნენ.
სუბიექტური მიზეზებიქართული ფეხბურთის სათავეებში ჯერ კორუმპირებული, შემდეგ კი კორუმპირებული და არაპროფესიონალი ხალხის დგომა.
ჟორდანია გრანტებს იჯიბავდა და ფეხბურთელებს ძალით ტენიდა ნაკრებში, შემდგომში მათი სარფიანად გაყიდვის გამო. ეროვნულ ჩემპიონატს საერთოდ დედა მოუტყნა!!! თამაშების 80% ჩაწყობილი იყო და სასტავებიც ძმაკაცობით ან ფეხბურთელების გასაყიდად კომპლექტდებოდა ყველა გუნდში.
ახალკაცმა გააგრძელა ჟორდანიას დაწყებული ყველა საქმე, არაფერი შეცვალა, გარდა იმისა, რომ უფრო მსხვილ გრანტებს ჭამს და სახელმწიფოსგან დამატებით მილიონებს იღებს (რომელიც ჟორდანიას არც დაესიზმრებოდა). უარესი კი ისაა, რომ ყველაფერთან ერთად პოლიტიკაც (მიშაც) ჩარია ფეხბურთში, უფრო სწორად პოლიტიკამ (მიშამ, ბოკერიამ) ჩარიეს ახალკაცი ფეხბურთში.
მასთან ერთად კი ქართულ ფეხბურთს"თავისუფლების ინსტიტუტელი" გოგი ქავთარაძე, ნაციონალების ბრატი უგულავა და დიმა რამიშვილი მართავენ
დღეს ობიექტური რეალობა შედარებით მაინც შეიცვალა, ანუ ბავშვებს ვარჯიშის საშუალება მეტ-ნაკლებად აქვთ, სათამაშო პრაქტიკასაც მეტ-ნაკლებად იღებენ, დარჩა ერთი:
სუბიექტური მიზეზია მოსაშორებული.
გააჯვას ამ სუნიანმა ხალხმა და მათ ადგილზე მოვიდეს პროფესიონალი და პატიოსანი ხალხი, რომლებიც პროფესიონალურად, პასუხისმგებლობის გრძნობით, მკაცრად და სამართლიანად წარმართავენ ჩვენი ფეხბურთის ბედს და გარწმუნებთ, შედეგი 2-3 წელიწადში დადგება!
This post has been edited by analgin on 7 Jun 2009, 00:02
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey